Digest Logo

„რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს“ - კახა კალაძე

1713519983
თბილისის მერი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს.

კახა კალაძის თქმით, დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა.

„რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა.

ერთი რამე გავითვალისწინოთ - ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არა მარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, - ამბობს კახა კალაძე. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕19 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

⭕„დაუვიწყარი, სიყვარულით სავსე დღეები... ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით, გვჯერა, ღმერთი ბევრ საოცარ რამეს გვიმზადებს“ – ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მაიამის სანაპიროზე ისვენებს

⭕მეუღლის „მკვლელობა“, 7-წლიანი პატიმრობა, გაციმბირება და სხვა ამბები გია ფერაძის შესახებ