Digest Logo

„რომ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს“ - გოგი წულაიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა გაუგზავნა

1639728030
პოლიტიკოსი გოგი წულაია

პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ კიდევ ერთი პერფორმანსი მოაწყო და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარსი მოწყობილობა ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა. წულაიამ ამ ფორმით სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააპროტესტა.

მისი თქმით, დაპირება, რომ საბანკო ვალდებულებები გადავადდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა და მომხმარებლებს ხელშეკრულებები უკანონოდ შეუცვალეს. წულაია ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გავუგზავნე საპარსი მოწყობილობა და მოვუწოდებ, რომ გვპუტავთ, ქაფით მაინც გაგვპარსეთ, რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს. ორი წლის წინ გამოვიტანე ხუთი ათასი ლარი, ვიხდიდი ყოველთვიურად, მაგრამ 5200 ლარია დარჩენილი. ეს არის ძარცვა, ამ პრობლემის წინაშე დგას ყველა, მათ შორის, პენსიონერი. ხელშეკრულებები უკანონოდ გაფრთხილების გარეშე შეცვალეს. ეროვნული ბანკი, ნაცვლად მოქალაქეებზე ზრუნვისა, ბანკირებზე ზრუნავს“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵2022 ცვლილებების წელია - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის?

🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?

🔵რა უნდა მოგვიტანოს მეკვლემ იმისთვის, რომ 2022 წელი წარმატებული გვქონდეს - ცაგარელის რჩევები

🔵„გადაჭედილ ავტობუსში წამოხტა ფეხმძმე გოგო და თქვა: სიმართლე თქვას ვინ აკუებს მთელი გზა?“ - გიგა მაქარაშვილი