Digest Logo

„თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში“ - ირაკლი კობახიძე

1722496900
ირკალი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი

⭕„მაქვს ის დაავადება, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა...“ - რას ჰყვებოდა თენგიზ ცერცვაძე