Digest Logo

„თუკი რამე ხელშესახები მოხდა ევროპასთან და არის მშვიდობა, ეს არის „ქართული ოცნების“ პირობებში“ - ზურა ხაჩიძე

1713436751
ზურა ხაჩიძე

„პრემიერი გამოვიდა და გახსნილია ყველა დაინტერესებულ პირთან ისაუბროს ამ თემაზე. ეს პროცესები რაც დღეს ქუჩაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალას აწყობს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ქვეყნის სათავეში, რომელიც ძალადობდა ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელმაც ქვეყნის 20% დაკარგა“, - ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„თუკი რამე ხელშესახები მოხდა ევროპასთან, არის მშვიდობა, ეს არის „ქართული ოცნების“ პირობებში. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს თავის დროზე გაკეთებული არჩევანი და ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. მე ძალიან კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები. სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს.

მე ბევრი შემოთავაზება მქონდა რუსეთიდან და არ წავსულვართ არც მე და არც ჩემი ჯგუფი. და ადამიანები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობდნენ და რუსულად მიმართავდნენ სცენიდან, ის ადამიანები გვეუბნებიან, რომ რუსები ვართ?!“, - განაცხადა ხაჩიძემ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მესტიაში მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“ - კაპიტონ ჟორჟოლიანი

⭕„არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ ეს ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!“ - თაკო აბაშიძე მშობლებზე, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვთ 

 ⭕ „საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა“ - ბაბი კირკიტაძე