Digest Logo

„უზრდელი... ვის უყვირი?“ - ომბუდსმენის მოადგილესა და დაპირისპირება „ხალხის ძალის“ წევრებს შორის

1677770472
გიორგი ბურჯანაძე

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, ერთმანეთს სიტყვიერად ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და „ხალხის ძალის“ წევრები დაუპირისპირდნენ.

„დღეს მოვისმინეთ ბატონი ყაველაშვილის განცხადება, რომ ევროკავშირი თვითმიზანი არ არის, არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი განცხადება. ქალბატონი ეკა სეფიაშვილი საუბრობდა დღეს, როდესაც ბატონ ლაშა ტუღუშს ეპაექრებოდა, ანგარიში რუსეთზე კი არის დაწერილი, მაგრამ სხვა ქვეყნებიც ხომ პრობლემა არისო. მაშინ, როცა რუსეთი იყო მთავარი პრობლემა.

ეს არის კანონი, რომელსაც დღეს პარლამენტი იხილავს პირველი მოსმენით, მე ამ პარლამენტში არაერთხელ მოვსულვარ და კრიტიკული პოზიცია დამიფიქსირებია, არაერთხელ მითქვამს, რომ რაღაც პრობლემურია, რაღაცა დასახვეწია, რაღაცა არაკონსტიტუციურია.

დღეს ჩემს ცხოვრებაში პირველად და მერწმუნეთ, ძალიან ვნერვიულობ როცა ამას ვამბობ, ისეთ კანონპროექტს იხილავთ, რომელიც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, არსებობას, საფრთხეს უქმნის. ყველაზე მეტად აღელვებული და განერვიულებული ამიტომ ვარ. ამაზე დიდი საფრთხის შემცველი ამ ეტაზე არაფერი არ მგონია ამ ქვეყანაში არსებობდეს.

ერთი შეხედვით თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ეგიდით შემოტანილი კანონი იმაზე მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე შეიძლება ყველას წარმოუდგენია. 27 სახელმწიფოს წარმომადგენელი როცა გვეუბნება, ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ნახეთ რა მოხდა რუსეთის ფედერაციაში როცა ასეთი კანონი მიიღეს, რომელსაც ახლა აქ განიხილავთ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძეს კითხვით მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და სთხოვა დაესახელებინა ერთი მუხლი ზუსტად ისეთი, როგორიც რუსულ კანონშია.

„ნუ ტყუიხარ, რუსულ კანონთან არაფერი საერთო არ აქვს“,- მიმართა ხუნდაძემ ბურჯანაძეს.

„ხალხის ძალის“ წევრებმა გიორგი ბურჯანაძეს მოუწოდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ ეყვირა.

„ვის უყვირი? უზრდელი... პატივი ეცი ინსტიტუტს. თითებს ნუ იშვერ აქეთ, მატყუარა“, - მიმართეს ბურჯანაძეს „ხალხის ძალის“ წევრებმა.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვას არასამთავრობოებსა და  მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლაა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მარტი ყველაზე წარმატებული იქნება - ნახეთ, მოხვდით თუ არა ჩამონათვალში?

🔵„სულ სამი ნაყოფი ესხა. დავკრიფე, მაგრამ ისე მშიოდა, ვერ მოვითმინე და ერთი იქვე შემომეჭამა. ის მეგობარი გარდაიცვალა და მას შემდეგ სულ მაწუხებს სინდისის ხმაო“ - რას იხსენებს ნანა აკობიძე გარდაცვლილ პედაგოგზე

🔵„მილუოკი“ სანდრო მამუკელაშვილს გუნდიდან უშვებს