Digest Logo

🎥 10 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ - რჩევები

1741936370
10 რამ რაც უნდა გავაკეთოთ

10 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ, როგორ გახადოთ ცხოვრება აზრიანი და ბედნიერი - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრეს:

  1. მოგზაურობა - კარგი იქნება თუ 30 წლამდე ერთხელ მაინც წახვალთ სამოგზაუროდ მარტო. 
  2. ისწავლეთ ერთი უცხოური ენა - გაგიადვილდებათ კარიერის აწყობა. სანაცნობო წრესაც გაიფართოებთ.
  3. იპოვეთ მენტორი - კარგი იქნება თუ გვერდით გეყოლებათ ადამიანი, რომლის გამოცდილებაც თქვენთვის სამაგალითო იქნება.
  4. კარგი იქნება თუ 30 წლამდე საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გადახვალთ, რადგან შესაძლოა სამყაროზე თქვენი შეხედულებები შეიცვალოს.
  5. სასურველია თუ 30 წლამდე ახალ უნარ-ჩვევებს დაეუფლებით. სპორტი კულინარია და ა.შ.
  6. ისწავლეთ ფინანსური დამოუკიდებლობა - 30 წლამდე ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი ფინანსების მართვა. 
  7. დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი - ფიზიკური აქტიურობა და სწორი კვება.
  8. აუცილებელია 30 წლამდე იპოვოთ საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
  9. დაესწარით მუსიკალურ ფესტივალს - ფსიქოლოგების აზრით, ენერგიული მუსიკა და მასობრივი ღონისძიებები ადამიანზე დადებითად აისახება.
  10. აკეთეთ კეთილი საქმეები - მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ სიკეთის ძალა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გადაწყვეტილებებს აუცილებლად გადახედეთ, რადგან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა...“ - რა გავლენა ექნება მთვარის დაბნელებას ჩვენზე, ქეთი ოდიშელის რჩევები!

🎥 თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება - სპეციალისტის რჩევები

⭕„წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით...“ - რიტუალი ქეთი ოდიშელისგან, რომელიც მთვარის დაბნელებისას სრულდება