Digest Logo

🎥 13 რამ წარმატების შესახებ, რომელსაც არავინ გეტყვით - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები!

1750083695
ალექსანდრე ჯეჯელავა

წარმატება ყველასთვის განსხვავებული სახით მოდის - ზოგი მას კარიერულ წინსვლაში ხედავს, ზოგი მშვიდ და სტაბილურ ოჯახურ ცხოვრებაში, ზოგისთვის კი წარმატება შინაგან ბალანსთან და თავისუფლებასთან ასოცირდება.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვსახავთ საკუთარ მიზნებს, ერთია ცხადი - წარმატება არ არის შემთხვევითი, იგი არის მუდმივი შრომის, სიხარულისა და ზოგჯერ მარცხის თანამდევი შედეგი.

13 რამ წარმატების შესახებ, რომელსაც არავინ გეტყვით! -  სწორედ აღნიშნულ საკითხზე „ფლო მასტერის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა „იუთუბის არხზე“ საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. 

„ადამიანებს გრძელი გზები არ აინტერესებთ, არ ააქვს მნიშვნელობა რას ეხება საქმე. მარტივი და ადვილი ხრიკები აინტერესებთ. ასეთი რამ შემხვდა ამის წინ - ყველას უნდა წარმატება, სანამ ფასს არ გაიგებენო. ძალიან ჩამივარდა თავში ეს გამოთქმა. ყველას უნდა კარგად გამოიყურებოდეს ან ბიზნესი წამოიწყოს, სანამ ფასს არ გაიგებენ. გვინდა დადებითი რაღაცები ცხოვრებაში, თუმცა არ გვინდა ფასი გადავიხადოთ. ეს ვიდეო სწორედ წარმატების ფასზეა. და ასე დავარქვი  - „13 რამ წარმატების შესახებ, რომელსაც არავინ გეტყვით“. ხშირ შემთხვევაში ადამიანები როცა წარმატებაზე საუბრობენ ამ ცამეტ რაღაცას არ ამბობენ.

პირველი - არის ის, რომ ყველა წარმატების მაძიებელს მოგიწევთ მარტოობის ხანგრძლივი პერიოდის გავლა და ატანა. ეს მარტოობა შეიძლება რაღაცნაირად ჟღერს, რადგან სოციალური არსებები ვართ. რატომ უნდა იყოს წარმატება მარტოობასთან კავშირში? წარმატებას ვერ მიაღწევ დღევანდელი შენ. მიაღწევს ხვალინდელი ანუ შეცვლილი ადამიანი.

მეორე - არის თქვენი ღელვა, თქვენი ამბიციის პროპორციულად გაიზრდება. რა თმა უნდა შეიძლება შეეჩვიო და მისი მართვაც ისწავლო, თუმცა რაც უფრო მეტ ადამიანთან და სოციუმთან გიწევთ კონტაქტი, მეტი ღელვა გიწევს. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხარ.

მესამე - იმისთვის რომ გაიბრწყინო ნათელში, უნდა შეეგუო მოწყენილობას სიბნელეში. უფრო აქცენტი გავაკეთოთ მაგალითად ფეხბურთელზე. ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ კარიერას, მის თამაშს მოედანზე, თუმცა ვერ ვამჩნევთ მოწყენილობას, რომელიც უკავშირდება რუტინას და ყოველდღიურ ვარჯიშს. 

მეოთხე - აღმასვლა, მწვერვალისკენ მიმავალი გზა უფრო საინტერესოა, ვიდრე ხედი მწვერვალიდან. ჩვენ გვეჩვენება, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ წარმატებული ადამიანები დედამიწას შესანიშნავი ხედით უყურებენ. თუმცა ეს ასე არ არის. მთავარი ხიბლი არის სვლა და განვლილი გზა.

მეხუთე - წარმატებას აქვს ქირა და მოგიწევთ ეს ქირა ყოველდღე გადაიხადოთ. წარმატებას აქვე დისციპლინა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის. გიწევთ საქმის კეთება მაშინ, როდესაც ამის ხასიათზე საერთოდ არ ხართ.

მეექვსე -  ადაპტაციის უნარი, ყოველთვის მოერევა დაგეგმვას. ხანდახან თავში გვაქვს, რომ კარგად უნდა დავგეგმოთ და ამ გეგმას მივყვეთ. ეგრე არ მუშაობს ცხოვრება. ცხოვრება მუშაობს ისე, რომ ადაპტირებადი ხალხი ერევა მიზანდასახულ ხალხს.

მეშვიდე -  imposter ანუ თვითმარქვიას სინდრომი. როდესაც რაღაცას აღწევ და შეგრძნება გაქვს რომ არ დაიმსახურე. წესიერ და ნორმალურ ადამიანებს ეს სინდრომიც ახასიათებს. საკუთარ თავს არ აფასებ ამ დროს უმაღლესად და გახსენდება სხვა ადამიანები, რომლებიც სამაგალითოები არიან სხვადასხვა სფეროში.

მერვე - წარმატებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენ მოელოდით. ყოველთვის ასეა. შესაძლოა ახლა გადაღლილი ხართ წარმატების გზაზე და ზუსტად ახლა გაქვთ მაგის დრო, შესაძლოა გაიწელა ყველაფერი, მაგრამ ეს ასეა და ყოველთვის მეტი დრო სჭირდება.

მეცხრე - კარგიც და ცუდიც იზრდება წარმატებასთან ერთად. კრიტიკა დასრულდება და სიკეთე გაიზრდება, ეს არასდროს არ იქნება ასე.

მეათე - ფული აგვარებს მხოლოდ ფულით მოგვარებად პრობლემებს. თქვენი წარმატების გზაზე ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ ყველა სიცუდეს ფულით მოაგვარებთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე. ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე ფულით არ იყიდება. ბევრი რამე არ იყიდება. ამიტომ ძალიან ზედმეტ მოლოდინს ფულს ნუ დააკისრებ.

მეთერთმეტე - „მერე“ არ არსებობს. თუ გინდათ წარმატებული იყოთ „მერე“ უნდა დაივიწყოთ. თუ მოვიდა პრობლემა და დადგა თქვენ წინაშე, დღესვე უნდა დაიწყოთ მისი მოგვარება. 

მეთორმეტე - ბოლომდე გარკვეული საქმეში ვერასდროს იქნები. ზოგჯერ უსმენთ ადამიანებს, რომლებზედაც ფიქრობთ, რომ ასეთი გარკვეული რომ იყოთ საქმეში მეტად კარგად გამოგივიდოდათ. ეს შეგრძნება არასდროს დადგება.

მეცამეტე - წარმატებას იგრძნობ საკუთარი განმარტებით და არა სხვისი მაგალითით. ის არის შენი უნიკალური ვერსია. რომელიც შენი საზომებით იზომება. და თუ შენ ეს ვერ დაინახე, ის არასოდეს მოვა“, - გვირჩევს ალექსანდრე ჯეჯელავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„იფიქრე, განიზრახე, გამოთქვი და გააკეთე სიკეთე...“ - გია მურღულიას შეგონება

⭕„განუმეორებელი გოგო ხარ...“ - სალომე ღვინიაშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕ ლუის ენრიკე - „ბედნიერები ვართ, წარმატებული სერია გრძელდება“