
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი საზოგადოებას მორიგ საინტერესო შეგონებას უზიარებს:
„კარგია, თუ სანაქებოდ ლაპარაკობ - ამას ბევრი ვერ ახერხებს.
ამაზე მნიშვნელოვანია, იქცევი თუ არა შენი ნათქვამის შესაბამისად - ამას უფრო ცოტა აკეთებს.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რას ცვლი შენი მოქმედებით.
„მე არ ვეცადე“ - ყველაზე უარესია.
„ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა“ - უკეთესია, თუმცა მაინც უშედეგო.
„ვეცადე და მივაღწიე“ - ეს არის ერთდროულად სასურველიც, სასარგებლოც და სიხარულის მომნიჭებელიც.
იფიქრე, განიზრახე, გამოთქვი და გააკეთე სიკეთე - ადამიანურობის საზრისი სხვაგვარად ვერ გამოიხატება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„განუმეორებელი გოგო ხარ...“ - სალომე ღვინიაშვილი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕ ლუის ენრიკე - „ბედნიერები ვართ, წარმატებული სერია გრძელდება“
🎥 მერაბ დვალიშვილი და ნინა „დრამა“ მარტვილის კანიონს ესტუმრნენ