Digest Logo

ლუის ენრიკე - „ბედნიერები ვართ, წარმატებული სერია გრძელდება“

1750078643
ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ლუის ენრიკეს გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ჩემი შეგრძნება ასეთია – უფრო რთული თამაში გამოვიდა, ვიდრე ანგარიშიდან ჩანს. მატჩისას ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები ვართ, წარმატებული სერია გრძელდება.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო ვიხილეთ. პოზიტიურად განეწყობი, როცა ასეთ მხარდაჭერას გრძნობ გულშემატკივრებისგან. უფრო უნდა დავიხვეწოთ და ეს წარმატებული სვლა გავაგრძელოთ. ეს განსხვავებული ტურნირია, მაგრამ ძალიან მიმზიდველი“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მერაბ დვალიშვილი და ნინა „დრამა“ მარტვილის კანიონს ესტუმრნენ

⭕„გილოცავთ ყველას, ვისაც ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, ქართული ჰიმნის აჟღერება და ქართული დროშის ყველაზე მაღლა აფრიალება გიხარებთ გულს!“ - გია ბაღაშვილი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებაზე

⭕„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

წყარო: 1tv.ge