იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
✔️ პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან.
✔️ თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი.
✔️ გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტემპერატურაც მუდმივია. არასოდეს გადახტეთ წყალში უცნობ ადგილას, განსაკუთრებით თავით.
✔️ შეამოწმეთ ამინდი. თუ მდინარე ღვარცოფულია, გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება უცებ ადიდდეს, განსაკუთრებით, თუ გაწვიმდა.
✔️ ჭექა-ქუხილის დროს მაშინვე ამოდით წყლიდან (არამხოლოდ მდინარეში) და ნურც ნაპირზე გაჩერდებით.
✔️ ტბებში ფსკერი ლამიანია და ყურადღება უნდა მიაქციოთ, არ ჩაეფლოთ.
✔️ არ ჩახვიდეთ წყალში, თუ მისი ტემპერატურა მინიმუმ 19 გრადუსი ცელსიუსი არ არის. თუ მზეზე დიდხანს იყავით, წყალში შესვლამდე ცოტა შეისვენეთ, მერე კი ნელ-ნელა შედით, რომ სხეული ტემპერატურას შეეგუოს. თუ შეუძლოდ გახდით, მაშინვე ამოდით წყლიდან. თუ შეგცივდათ - მაშინაც.
✔️ ზღვაზე ყოფნისას თან გქონდეთ სასმელი წყალი. მარილიანი წყალი სხეულს აშრობს, ამიტომ წყალი ხშირად უნდა სვათ.
✔️ არ ჩახვიდეთ წყალში ნასვამ მდგომარეობაში და მოერიდეთ ჩასვლას ახალნაჭამზე.
✔️ თუ წყალში ძალა გამოგელიათ, დაწექით ზურგზე და დაისვენეთ.
✔️ არ დაიძინოთ წყალში გასაბერ ლეიბზე.
✔️ წყლის ველოსიპედზე, ნავზე და ასე შემდეგ უსაფრთხოების ჟილეტი ჩაიცვით. წყალში დაიხურეთ ფერადი საცურაო ქუდი, ასე უფრო ადვილად შეგამჩნევენ.
✔️ არ იცურაოთ ისეთ ადგილას, სადაც გემები და ნავები დაცურავენ.
✔️ თუ ხედავთ, რომ ვიღაც იხრჩობა, მის დასახმარებლად წყალში მარტო ნუ შეხვალთ, სხვებსაც დაუძახეთ.
✔️ თუ ნაპირზე გამოყვანის შემდეგ ადამიანი ჯერ კიდევ სუნთქავს, იზრუნეთ, რომ სითბო შეინარჩუნოს და სასწრაფოს დაელოდეთ. თუ ადამიანი აღარ სუნთქავს, სასწრაფოს მოსვლამდე თავად ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა.
✔️ ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაშველები არიან, ბავშვის მეთვალყურეობა უმეტესად მაინც მშობლის პასუხისმგებლობაა. ნუ დაუყენებთ მეთვალყურეებად ბავშვებს უფროს დებსა და ძმებს, ისინიც ბავშვები არიან.
✔️ წყალში ჩასვლამდე ბავშვს კარგად აუხსენით, რისი გაკეთება შეიძლება წყალში და რისი - არა და არ დატოვოთ ისინი წყალში ან წყალთან მარტო. ახლოს იყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება მოასწროთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕„ურთიერთობებში შესაძლოა იგრძნოთ უხერხულობა“ - 13 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი