Digest Logo

15 რჩევა, რომელიც წყალში დახრჩობისგან გიხსნით - ეს უნდა იცოდეთ!

1754240096
ზღვაში 35 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

იმისთვის, რომ ზღვაზე, ტბაზე, მდინარეზე დასვენება უსაფრთხო იყოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ნებისმიერ გათვალისწინებულ დეტალს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. 

გთავაზობთ 15 რჩევას, რომელიც წყალში დახრჩობისგან გიხსნით 👇

✔️პირველი და ყველაზე მთავარი - შედით წყალში იქ, სადაც ბანაობა ნებადართულია და მაშველებიც არიან.

✔️თუ მდინარეში ბანაობას გადაწყვეთ, იცოდეთ, რომ იგი რაღაც დონეზე მაინც უნდა გქონდეთ შესწავლილი.

✔️გაითვალისწინეთ, რომ ეს იგივე არ არის, რაც აუზში შესვლა, სადაც არც დინებაა და ფსკერის სიღრმეც და ტემპერატურაც მუდმივია. არასოდეს გადახტეთ წყალში უცნობ ადგილას, განსაკუთრებით თავით.

✔️შეამოწმეთ ამინდი. თუ მდინარე ღვარცოფულია, გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება უცებ ადიდდეს, განსაკუთრებით, თუ გაწვიმდა.

✔️ჭექა-ქუხილის დროს მაშინვე ამოდით წყლიდან (არამხოლოდ მდინარეში) და ნურც ნაპირზე გაჩერდებით.

✔️ტბებში ფსკერი ლამიანია და ყურადღება უნდა მიაქციოთ, არ ჩაეფლოთ.

✔️არ ჩახვიდეთ წყალში, თუ მისი ტემპერატურა მინიმუმ 19 გრადუსი ცელსიუსი არ არის. თუ მზეზე დიდხანს იყავით, წყალში შესვლამდე ცოტა შეისვენეთ, მერე კი ნელ-ნელა შედით, რომ სხეული ტემპერატურას შეეგუოს. თუ შეუძლოდ გახდით, მაშინვე ამოდით წყლიდან. თუ შეგცივდათ - მაშინაც.

✔️ზღვაზე ყოფნისას თან გქონდეთ სასმელი წყალი. მარილიანი წყალი სხეულს აშრობს, ამიტომ წყალი ხშირად უნდა სვათ.

✔️არ ჩახვიდეთ წყალში ნასვამი და მოერიდეთ ჩასვლას ახალნაჭამზე.

✔️თუ წყალში ძალა გამოგელიათ, დაწექით ზურგზე და დაისვენეთ.

✔️არ დაიძინოთ წყალში გასაბერ ლეიბზე.

✔️წყლის ველოსიპედზე, ნავზე და ასე შემდეგ უსაფრთხოების ჟილეტი ჩაიცვით. წყალში დაიხურეთ ფერადი საცურაო ქუდი, ასე უფრო ადვილად შეგამჩნევენ.

✔️არ იცურაოთ ისეთ ადგილას, სადაც გემები და ნავები დაცურავენ.

✔️თუ ხედავთ, რომ ვიღაც იხრჩობა, მის დასახმარებლად წყალში მარტო ნუ შეხვალთ, სხვებსაც დაუძახეთ.

✔️თუ ნაპირზე გამოყვანის შემდეგ ადამიანი ჯერ კიდევ სუნთქავს, იზრუნეთ, რომ სითბო შეინარჩუნოს და სასწრაფოს დაელოდეთ. თუ ადამიანი აღარ სუნთქავს, სასწრაფოს მოსვლამდე თავად ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა.

✔️ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაშველები არიან, ბავშვის მეთვალყურეობა უმეტესად მაინც მშობლის პასუხისმგებლობაა. ნუ დაუყენებთ მეთვალყურეებად ბავშვებს უფროს დებსა და ძმებს, ისინიც ბავშვები არიან.

✔️წყალში ჩასვლამდე ბავშვს კარგად აუხსენით, რისი გაკეთება შეიძლება წყალში და რისი - არა და არ დატოვოთ ისინი წყალში ან წყალთან მარტო. ახლოს იყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება მოასწროთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აგვისტოს ეს წუთები არასდროს წაიშლება ჩემი გონებიდან“ - შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე

⭕„ადამიანი მარადიულია - წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვთის სრული ხატება და მსგავსება ვერ იქნება, რაც ბიბლიის ღვთაებრივ ლოგიკას დაარღვევს, ის კი არასდროს ირღვევა“ - გია მურღულია

🎥 „ძალიან გამიმართლა, რომ თქვენ მყავხართ“ - ლინდა კიკოლაშვილი დაბადების დღიდან კადრებს აქვეყნებს