Digest Logo

🎥 „20 დღეში ორგანიზმიდან ყველა ტოქსინი გამოვა...“ - არუნ ხათრის რჩევები

1730743516
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

როგორ გამოდევნოთ 20 დღეში ორგანიზმიდან ყველა ტოქსინი? - ახალ ვიდეოში არუნ ხათრი სწორედ აღნიშნულ თემაზე საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.

„თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, ქოლესტერინი და სისხლძარღვების პრობლემა, უნდა გააკეთოთ ჭარხლის ფხვნილი. ამ ნივთიერებაში შედის ნიტრატები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის კარგად მიმოქცევას. ეს არის ყველაზე ადვილი საშუალება, რათა ნორმაზე მოიყვანოთ წნევა. გვერდითი მოვლენები არ აქვს და სახეზეც აისახება ეს ყველაფერი, რადგან კანი ახალგაზრდავდება და ლაგდება. ასევე კარგია სტრესისა და ნერვული პრობლემებისთვის. ჭარხლის წვენი უნდა დალიოთ ყოველ დღე. 

როცა ღვიძლი არის გაცხიმიანებული მაშინ თავის საქმეს არ აკეთებს, რეალურად რა ფუნქციაც აქვს. როცა ამ ჭარხლის წვენის მიღებას დაიწყებთ ღვიძლიც გაიხარებს. ასევე კარგია წონის კორექტირებისთვის და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებისთვის“, - ამბობს არუნ ხათრი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ შევანელოთ ორგანიზმის დაბერების პროცესი ე.წ. „გაწელვებით”? - სპეციალისტის რჩევები

🎥 ვის მოუტანს წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელი ნიშანი უნდა ელოდოს რადიკალურ ცვლილებებს ურთიერთობებში? - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება!