Digest Logo

🎥 „40 წლის ზემოთ თითქმის ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე კაცს ოსტეოართრიტი აქვს“ - სახსრების ტკივილის მიზეზები, კოტე თოდუას რჩევები

1763059489
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 74,5 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „რევმატიზმი - სახსრების ტკივილი და ანთების ძირითადი მიზეზები“ აღნიშნული თემის შესახებ იგი რჩევებს და მკურნალობის მეთოდებს გვიზიარებს:

„40 წლის ზევით თითქმის ყოველ მესამე ქალს, და ყოველ მეხუთე ადამიანს კაცებში აქვს ოსტეოართრიტი ანუ სახსრების ტკივილი.  როცა ადამიანებში ამბობენ, რომ ამინდის ცვლილების დროს სახსრები სტკივათ, 90% შემთხვევაში ისინი სწორედ ოსტეოართრიტზე ამბობენ, რომელიც უფრო ხშირია ქალებში.

ოსტეოართრიტი ნელ-ნელა ვითარდება და ზიანდება სახსრები, ხრტილი ასაკთან ერთად. როცა ჩვენ დავდივართ სიარულის დროს სახსრებს აწვება დიდი წონა, რა წონაც ხარ ფეხის სახსრებს შენი წონის 3 და 5-ჯერ მეტის ტარება უწევს, რაც ძალიან ბევრია. უზარმაზარი ზეწოლა ხდება ასევე ხტომის დროს სახსრებზე და როცა დაზიანება უფრო ჩქარია ვიდრე აღდგენა ვითარდება ოსტეოართრიტი, რისი მთავარი მიზეზიც არის ასაკი“, - ამბობს კოტე თოდუა. 

მისი თქმით, დაავადების მკურნალობა უნდა დაიწყოს მაშინვე როცა პირველი ნიშნები აღმოცენდება და ანთების ნულამდე დაყვანა შესაძლებელია.

იგი ასევე მკურნალობის მეთოდის შესახებაც საუბრობს.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია“ - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძესთან დაშორებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე

⭕„მოერიდეთ შურისძიების სურვილს და ემოციები გააკონტროლეთ“ - თაკო მელიქიშვილი 13 ნოემბრის ენერგიებზე

⭕„როგორ გაფრინდა ეს დრო, შენ ხარ ჩემი პატარა მეგობარი და მინდა, სულ კეთილი იყო“ - ანა შელიას ქალიშვილი 5 წლის გახდა