Digest Logo

5 ინსპირაციული ფილმი, რომელიც მოტივაციას შეგმატებთ

1600954794
ინსპირაციული ფილმი

ფილმს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მას აქვთ ძალა შეგიცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, დაგაფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე და შესაძლოა, ცხოვრების შეცვლაც კი შთაგაგონოთ.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ 5 ფილმს, რომელიც აგიმაღლებთ მოტივაციას და დაგეხმარებათ მიაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას და გახდეთ უკეთესი ადამიანი.

„გაქცევა შოუშენკიდან“/THE SHAWSHANK REDEMPTION - ეს ფილმი მიზანსწრაფვულ ადამიანად გაქცევთ.

„ჯობსი“/JOBS - ის იყო ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ჭკვიანი და საოცრად ნიჭიერი. მან ნულიდან დაიწყო და შეძლო ცდუნების მსოფლიო იმპერიის აშენება. მასზე ოცნებობდნენ ქალები. მისი შურდათ მამაკაცებს. მან მოხიბლა მილიონობით ადამიანი. მისი სახელი იყო სტივ ჯობსი.

„მკვდარი პოეტების საზოგადოება“/DEAD POETS SOCIETY - ფილმი მოგვითხრობს კოლეჯის მეგობრებზე, რომლებსაც ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლით, თუ როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით და როგორ დატკბნენ თითოეული წუთით.

„დარჩი ჩემთან“/STAND BY ME - ფილმი 12 წლის მოზარდებზე მოგვითხრობს, რომლებიც დაღუპული მეგობრის ცხედრის მოსაძებნად მიდიან და ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში განსაკუთრებულ, გადამწყვეტ როლს ასრულებს.

„ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“/MONEYBALL - ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.