Digest Logo

81 წლის მარტა სტიუარტის „მარადიული სილამაზის“ საიდუმლო

1679657599
მართა სტიუარტი

რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, რომ სიბერეში მარტა სტიუარტივით გამოვიყურებოდეთ?

მისი მარადიული სილამაზე ასაკის მიუხედავად, დღემდე განხილვადია თემაა სილამაზის ინდუსტრიაში.

რატომ მოიხსენიებენ მას, როგორც „მარადიული სილამაზის“ მქონეს? - პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოს საუკეთესო ცხოვრებით ცხოვრობს და მაინც, რა არის მისი საიდუმლო?

81 წლის მარტას სახის კანი მუდამ ხავერდოვანი გლუვი და მბზინავია და ინსტაგრამში, მისი ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სულ ცოტა ხნის წინ, ინსტაგრამზე მან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სილამაზის სალონიდან წარწერით:

„შუქი იდეალური იყო ახალი სელფისთვის!!“,- დაწერა მან.

მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელი, ეს არ არის მხოლოდ კარგი განათება.

ეს არის სახის კანის კარგი  მოვლა. 81 წლის ასაკში სტიუარტი ამტკიცებს, რომ მას არასოდეს გაუკეთებია სახის ლიფტინგი და არ არედაქტირებს თავის ფოტოებს, რაც მცენარეული და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული სახის კანის მოვლის საშუალებების გამოყენების დამსახურებაა.

როგორია მუდმივი სილამაზის რჩევები, მარტა სტიუარტისგან, რომლითაც უნდა იცხოვროთ?

🔵 ატარეთ ყოველდღიური მზისგან დამცავი საშუალება. 

🔵 გამოიყენეთ მორგებული კანის მოვლის რეჟიმი, რათა შეინარჩუნოთ კანი სუფთა და დაბალანსებული. 

🔵 გაიწმინდეთ სახის კანი ყოველ ოთხიდან ექვს კვირაში, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ბრწყინვალე კანი. 

🔵 განაახლეთ თქვენი კანის მოვლის რეჟიმი, რათა აისახოს სეზონური ცვლილებები საჭიროებისამებრ.

🔵 ნუ უგულებელყოფთ კისრის, დეკოლტეს ან ტუჩის ზონას.

🔵 არ გამოიყენოთ აკნეს საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

🔵 ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ, გამოიყენეთ შესაბამისი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებები სახისა და თვალებისთვის.

დაბოლოს, ვინ არის ქალი მარტა სტიუარტი (Martha Stewart) – მულტიმილიონერი ბიზნესლედი, კულინარი და უდავოდ ლეგენდარული ქალი.

იგი თანამედროვე დიასახლისების უმრავლესობისთვის „ამერიკული ოცნების“ განსახიერებაა. აღმოსავლეთ ევროპიდან ამერიკაში გადასახლებული მარტა მთელ მსოფლიოში ცნობილი თავისი სატელევიზიო გადაცემების, წიგნების, ჟურნალებისა და ბირჟაზე თამაშის წყალობით გახდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რა გინდათ ჩემგან, რამე დაგიშავეთ? მსახიობი ვარ, ხან გავხდები, ხან გავსუქდები“ - რას ამბობენ გიორგი და ლენუკა ყიფშიძეები

🎥 რა იწვევს უსიამოვნო სუნს და ჭარბ ოფლიანობას ფეხის გულზე და შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემისგან სამუდამოდ გათავისუფლება?

🎥 როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად და მარტივად - დიეტა, რომელიც სვეტა ბაგდასაროვას 40 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა

წყარო: www.vogue.com