Digest Logo

„აკრძალულია ნებისმიერი სახის მკითხაობა...“ - თამარ იოსელიანის რჩევები 19 იანვრისთვის

1768819400
თამუნა იოსელიანი

მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებ, სადაც ნათლისღების დღესასწაულზე წერს და გვიზიარებს რეკომენდაციებს რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს:

„19 იანვარს.

არ არის რეკომენდებული დალაგება, რეცხვა და ტანსაცმლის დაუთოება.

არ შეიძლება კამათი სხვა ადამიანებთან. თუ იგრძნობთ, რომ კონფლიქტი მწიფდება — ეს ბოროტი ცდუნებაა;

გააკეთეთ ყველაფერი, რომ თავიდან აიცილოთ ჩხუბი.

ამ დღეს სახლიდან არაფერს გავიტანთ, ნაგვის გამოტანაც კი არ შეიძლება. უმჯობესია ეს ნათლისღების შემდეგ გააკეთოთ.

არ შეიძლება გინება, ჭორაობა, ადამიანების ზურგს უკან განხილვა — ამან შეიძლება ამ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ.

აკრძალულია ნებისმიერი სახის მკითხაობა.

ამ დღეს ფულს არც სესხად აძლევენ და არც იღებენ.

თმის შეჭრა სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ.

თუ ნათლისღების ყინულოვან წყალში ჩასვლას არ აპირებთ, აუცილებლად გადაივლეთ წყალი მზის ჩასვლამდე, 19 იანვარს.

შუაღამისას ნათლისღების წყალი სიცოცხლის მომნიჭებელ ძალას იძენს.

ასეთი წყლით გადავლებისას თქვით ის, რაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს:

ვითხოვ ჯანმრთელობას!
ვითხოვ კეთილდღეობას!
ვითხოვ ბედნიერებას!
მადლობას გიხდით!
ყველას გილოცავთ უფლის ნათლისღებას!
ყველას სურვილების ასრულებას!“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნათლისღება გაყინული ფარავნის ტბიდან - გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

⭕„სასიამოვნო სიურპრიზი პირად ცხოვრებაში“ - როგორი იქნება 19-25 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

⭕„გუშინ, ღამით, უკანა ეზოში, სადაც შეშას ვინახავდით ხოლმე - მამაჩემი შემხვდა...“ - გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს