Digest Logo

🎥 ალერგიული დერმატიტი - როგორ ვუმკურნალოთ ალერგენებით გამოწვეულ სიმპტომებს?! - ზაზა თელიას რჩევები

1751438314
ზაზა თელია

ალერგიული დერმატიტი კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც გამოიხატება გაღიზიანებით, სიწითლით, ქავილით და ხშირად ლორწოვანი გარსების გაღიზიანებით. მიზეზი შეიძლება იყოს ალერგენებთან კონტაქტი, როგორიცაა მტვერი, კვების პროდუქტები, ქიმიური ნივთიერებები ან კოსმეტიკა. დაავადების მართვისთვის აუცილებელია ალერგენების ამოცნობა და მათი თავიდან აცილება. შესაძლებელია ალერგიული დერმატიტის გამწვავება სტრესის, ტემპერატურის ცვალებადობისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენით, ამიტომ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ექიმის რეკომენდაციების დაცვა.

სწორედ აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაფერს კანზე რასაც ხედავს ადამიანი კანზე ეძახის ალერგიულ დერმატიტს. ყველაზე ხშირად გვესმის ეს სიტყვა. ერთ-ერთი ხშირი კანის დაავადებაა თუმცა აუცილებელია გავმიჯნოთ ატოპიური დერმატიტისგან. თავად დერმატიტი ნიშნავს კანის ანთებას მაგრამ აქვს სხვადასხვა ფორმა და ხასიათი.

ატოპიური დერმატიტი არის კანის ბარიერის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირია ბავშვებში, თუმცა მოზრდილებშიც შეინიშნება ხოლმე. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი არის აბსოლუტურად სხვა მიმართულება, მაგრამ არსებობს როგორც ალერგიული ისე გამაღიზიანებელი დერმატიტი.

ალერგიული დერმატიტი არის დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია. არსებობს ოთხი ტიპის ალერგიული დერმატიტი. დაყოვნებული ნიშნავს იმას, რომ გვიან ვლინდება. 24 ან 72 საათი, რამდენიმე დღე ან კვირაც შეიძლება დასჭირდეს, რომ მოხდეს გამოვლინება. 

სიმპტომები: ინტენსიური ქავილი, სიწითლე და კანის ფერის ცვლილება, შეშუპება, გამონაყარი, ბუშტუკები, მშრალი ან აქერცლილი. წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, კანის გასქელება და ქრონიკული ქავილი“,- ამბობს ზაზა თელია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გადადგით ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აქამდე ვერ ბედავდით“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„სჯობს იმოქმედოთ მხოლოდ ნაცნობ გზებზე, ექსპერიმენტები და რისკები სასურველი არ არის“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი