ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მეხსიერებას, აზროვნებასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებას თანდათანობით აზიანებს. მედიცინაში არსებული პროგრესის მიუხედავად, მეცნიერები კვლავ აქტიურად მუშაობენ დაავადების გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლასა და ისეთი ინოვაციური მკურნალობის მეთოდების შექმნაზე, რომლებიც პათოლოგიის პროგრესირების შეჩერებასა და ადრეულ ეტაპზე მის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციულ ვიდეოს ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და რჩევებს გვიზიარებს:
„ალცჰაიმერის დაავადება არ იწყება ერთი წლით ადრე, ვიდრე ადამიანი დაკარგავს მეხსიერებას. ის იწყება ზოგჯერ 10 წლით ადრე. ზოგჯერ მეტითაც. არის ნიშნები და სიმპტომები, რითაც შეგვიძლია მივხვდეთ ამ ადამიანს აქვს რისკი. მეტიც, არსებობს გარკვეული ტესტები, რომლითაც შესაძლებელია ბიოლოგიური პროცესის აღმოჩენა.
ეს დაავადება არის ძალიან დრამატული და ტრაგიკული. როცა ემარტება ადამიანს, იგი კარგავს თავის თავს თავიდან ბოლომდე. თავდაპირველად გამართულია აზროვნება, ფიქრი, მეხსიერება, თუმცა ამ დროს ადამიანის ტვინში სხვა პროცესები ვითარდება. ტვინში ჩნდება დაზიანებები, რომლებსაც ადამიანი რა თქმა უნდა ვერ ვამჩნევთ.
მეცნიერება მივიდა იქამდე, რომ ამ მცირე დაზიანებების შემჩნევა გახდა შესაძლებელი. მაგალითად სისხლის საერთო ანალიზით შეგვიძლია ბევრად ადრე აღმოვაჩინოთ ეს დაავადება. ვიდრე მძაფრად განვითარება. თუ კი ეს დაავადება ადრე აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია მისი მართვაც და განკურნებაც.
თავის ტვინში ზიანდება ცილები და ილექება. სწორედ ამისთვის არის სპეციალური ტესტი, რომელსაც დაავადების აღმოჩენა შეუძლია. ის არის ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც თავის ტვინის ნერვების დაზიანებას გულისხმობს. თიშავს ტვინის ქსელს. იგი დაკავშირებულია კოგნიტიური ფუნქციის დარღვევასთან. თუ ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის დარღვევა, რისკია ალცჰაიმერისაც. ზოგჯერ არის გენეტიკურიც. შესაძლოა უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს“, - ამბობს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოქროს ბურთის“ ოფიციალური გვერდი: ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა