
40 წელს გადაცილებული ქალებისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული პროფილაქტიკური გამოკვლევები და ანალიზები, რათა დროულად აღმოაჩინონ დაავადებების რისკები და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
ანალიზები, რომელიც 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა უნდა ჩაიტარონ - სწორედ აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ჯანდაცვის ექსპერტმა და პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა ისაუბრა:
„40 პლუს ასაკი არის გადასარევი ასაკი. ეს არის დაღვინების პერიოდი ადამიანებისთვის. ამბობენ, რომ სერიოზულ პრობლემებთან არის ასოცირებული, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ასე არ უნდა იფიქროს საზოგადოებამ, რადგან ყველა სხეული ინდივიდუალურია და ცვლილებები ორგანიზმში ყოველთვის მიმდინარეობს.
კოსმეტიკური ჩარევები ძირითადად ხდება არა გამოკვლეულ ორგანიზმთან. შესაბამისად ეს პერიოდი დაკავშირებულია მენოპაუზასთან, ბევრ ცვლილებასთან და ხშირად ხდება ისე, რომ ამ ასაკში წონაში იმატებენ.
არიან ქალბატონები, რომელთაც საერთოდ არ სჭირდებათ არანაირი ჩარევა. ყოველთვის არის საჭირო პოზიტიური განწყობა და ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ასევე კარგია დიდი ყურადღება მივაქციოთ ფიზიკურ ვარჯიშს და კარგი იქნება ფეხით სიარული.
ასევე კარგი იქნება თუ გამოვიკვლევთ საშვილოსნოს ყელს, რომ მოხდეს დაავადებების პრევენცია.
ასევე მკერდი სიმსივნის რისკია დიდი და საჭიროა პროფილაქტიკის მიზნით შევიმოწმოთ ორგანიზმი. ასევე ბევრს აქვს შფოთვა და უძილობა. ასევე ჭარბი ოფლიანობა ახასიათებს. სკრინინგის პროგრამებში ჩაერთეთ და შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი“, - ამბობს მაკა ბულეიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს
⭕„ბევრი სასიამოვნო რამ ხდებოდა...დროშიც ავცდით...“ - გურამ შეროზია ჩინეთში მოგზაურობს