Digest Logo

აქვს თუ არა ვაშლის ძმარს გასახდომი ეფექტი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? - ეს უნდა იცოდეთ!

1751789896
ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ბუნებრივი, თუმცა სპეციფიკური საშუალებაა, რომელიც წონაში დაკლების თვალსაზრისით, კარგ დამხმარედ ითვლება. ხშირად მას ადამიანები ექიმებისა და დიეტოლოგების დანიშნულებითაც სვამენ, თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები და უკუჩვენებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

ვაშლის ძმარს კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებს. მას მრავალი სარგებელი აქვს, რის გამოც ადამიანები ხშირად მიმართავენ. ვაშლში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები, რკინა, კალიუმი, ქრომი, ბოჭკო, რომელიც დუღილის შემთხვევაში, კიდევ უფრო ძლიერ ფაქტორად გადაიქცევა. ვაშლის ძმარი იმაზე მეტ ამინომჟავას შეიცავს, ვიდრე თავად ახალი ვაშლი.

თანამედროვე სამრეწველო მეთოდებით იგი ძმარმჟავას ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. თუმცა, შენახვის ვადა არც ისე დიდი აქვს. სამრეწველო წესით დამზადებული ვაშლის ძმარი, როგორც წესი, 2 წლის ვადით ინახება და აუცილებელია, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაიცვათ. ის ძმარი, რომელიც ტექნოლოგიურად მინიმალურადაა დამუშავებული და დამატებული არ არის სხვადასხვა ნივთიერება, გემოს გამაძლიერებელი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა.

ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად - რა არის მასში სასარგებლო?

✅ ორგანული მჟავები

✅ 16 სახეობის ამინომჟავა

✅ ვიტამინები - B1, B2, B6, A, E

✅ მიკროელემენტები - ქრომი, ნატრიუმი, კალიუმი, სილიციუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, სპილენძი, გოგირდი,

✅ ფოსფორი

✅ ხსნადი ბოჭკოები

ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ვაშლის ძმარი წონაში დასაკლებად ეფექტური საშუალებაა, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. გასათვალისწინებელია, რომ მისმა დიდი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა, პირის ღრუს, ხორხის, კუჭ-ნაწლავის სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს. განსაკუთრებით საყურადღებო კი მათთვისაა, ვისაც კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს. ამიტომ, ეს რისკები აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ვაშლის ძმარს წონაში დასაკლებად შემდეგი სქემის მიხედვით იყენებენ:

1-2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს ერთ ჭიქა წყალში აზავებენ და ჭამამდე 15-20 წუთის განმავლობაში სვამენ. ამას იმეორებენ 2 თვის განმავლობაში. შემდეგ, აუცილებელია, დაისვენოთ.

როგორც ცნობილია, ის ცხიმებს შლის და საკვების კალორიულ შემცველობას ამცირებს. ასევე, ქრომის მაღალი შემცველობის გამო, წონაში დაკლების ბუნებრივ საშუალებად ითვლება, სისხლში გლუკოზის დონეს ათანაბრებს და მადას აქვეითებს.

მაგრამ, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ვაშლის ძმრის გამოყენებით ვერ დაიკლებთ იმ შემთხვევაში, თუ კვებით ჩვევებს არ შეცვლით, გააგრძელებთ ზედმეტად ტკბილი, ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი დაიცვათ.

ვაშლის ძმართან დაკავშირებით ექიმებსა და დიეტოლოგებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამიტომაც, ცალსახა პასუხი, იწვევს თუ არა ის წონაში ეფექტურად კლებას, ბუნდოვანია.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას გადაწყვეტთ, ჯობს ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ და ინფორმაცია გადაამოწმოთ. ფრთხილად უნდა იყოთ მაშინაც, თუ საგულე პრეპარატებს იღებთ.

ვაშლის ძმარი წყალში განზავების გარეშე არ დალიოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გიო დაბრუნება ჯანმრთელი, მაგრამ გულდაწყვეტილი...“ - სალი წვერავა, მეუღლეს შესახებ ახალი ინფორმაციას ავრცელებს

⭕„იღბლიანი დღეა ფინანსურ სფეროში, მოსალოდნელია მოულოდნელი შემოსავალი“ - 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „განადგურებული ვარ…“ - რა შეემთხვა ეკვადორში გიორგი ჯობავას, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობას გეგმავდა?