Digest Logo

🎥 „ბავშვებში მით უმეტეს პატარებში ძალიან ხშირია...“ - როგორ შევამციროთ ყურის ანთება, პედიატრის რეკომენდაციები!

1759820592
პედიატრი ძმები

მედიცინის დოქტორები, პედიატრი ძმები - დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებენ. 

ექიმები გვიხსნიან, როგორ შევამციროთ ბავშვებში ყურის ანთება, რაც საკმაოდ ხშირი პრობლემაა:

„ბავშვებში მით უმეტეს პატარებში ძალიან ხშირია შუა და გარე ყურის ანთება, ამიტომ გასწავლით როგორ ავირიდოთ მაქსიმალურად თავიდან.

შუა ყურის ანთების თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უნდა წავახალისოთ ძუძუთი კვება, მეორე რიგში მნიშვნელოვანია დაწოლილ პოზიციაში არ ვაჭამოთ ბავშვს, მესამე - თუ ბოთლიდან ვაჭმევთ ბავშვს, არ დაუტოვოთ ბოთლი, რადგან ხელი შეიძლება შეუწყოს ანთებას.

გაითვალისწინეთ და მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვი სიგარეტის კვამლს“, - ამბობენ პედიატრები. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შიში, დანაშაულის გრძნობა და ეჭვი ჩვენს ცხოვრებაში სამი უდიდესი ბარიერია, დაძლევის პირველი ნაბიჯი - მათი არსებობის აღიარებაა“ - თამარ კვარაცხელია

„ეგო მოკვდავია - სული მარადიული...“ - განსხვავებები ორ ძალას შორის, რომელიც მუდმივ დიალოგშია ერთმანეთთან

🎥 „ყოველი ერთსაათიანი ვარჯიში, სამი საათით ახანგრძლივებს შენს სიცოცხლეს!“ - რას ამბობს სანდრო ჯიბლაძე