
ფულისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. დროულად დაწყებული საუბრები ფულის სწორად ხარჯვაზე მომავალში ბავშვს ფინანსების მართვას გაუადვილებს და თავიდან ააცილებს ამ საკითხთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ასაკიდან ვესაუბროთ შვილებს ფულის შესახებ და როგორ ვასწავლოთ მისი შეგროვება/განაწილება.
ამ ფუნდამენტურ საკითხზე რჩევები გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, განათლებისა და დებატების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ გაგვიზიარა:
„ბევრ რამეს ბავშვობიდან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
თითქმის ყველა მშობელს აქვს მოლოდინი, თითქოს ეს უნდა იყოს ისეთი ასაკი, როცა ბავშვს კარგად აქვს გააზრებული რას ნიშნავს ფული, სინამდვილეში 3-4 წლამდეც კარგია თუ დაიწყება.
როგორ ავუხსნათ შვილს ფინანსური რესურსების ცნება?
როდიდან ვუპასუხოთ?
არსებობს უნივერსალური რამ - უნდა უთხრათ და აუხსნათ იმდენი, რამდენიც იცით თავად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოთ ფიქრი, ეს თუ იცის. მნიშვნელოვანია როგორ ვიქცევით ჩვენ ფულთან დაკავშირებით.
ფინანსურ დამოკიდებულებებს ვაყალიბებთ ჩვენ, ჩვენი აღზრდის მეთოდებით და ეს ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია ერთმანეთზე“, - ამბობს თინათინ ცერცვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა მიზეზით შეიძლება გტკიოდეს წელი?! - სასარგებლო რჩევები ნევროლოგ გოგიტა გეგელაშვილისაგან