
სკოლის ასაკის ბავშვის სწორი კვება მხოლოდ ენერგიის წყარო კი არა, სწავლაში წარმატებისა და ჯანმრთელობის მთავარი საყრდენია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაბალანსებული რაციონი აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებასა და იმუნურ სისტემას, ხოლო არასრულფასოვანი კვება შეიძლება, გახდეს სიზარმაცისა და დაღლილობის მთავარი მიზეზი.
როგორ შევუდგინოთ ბავშვს ხემსისთვის დაბალანსებული მენიუ? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა და მშობლებს სასარგებლო რეკომენდაციები მისცა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს მივაჩვიოთ რეჟიმი, პირველივე წლიდან, ყოველ 3 საათში ჭამა.
რომ იზრდება ბავშვი, ვთვლით, რომ თავისუფლად შეიძლება გადმოვიდეს ჩვენს რეჟიმზე, რომელიც უმეტეს წილად არ არის ჯანსაღი და ჯანმრთელი. საკუთარი გამოცდილებით, ძალიან რთულია ერთი რეჟიმიდან გადასვლა მეორეზე თუ არ არის ბავშვი შეჩვეული.
ძალიან ბევრი დაავადების პრევენცია შეიძლება კვებითი რეჟიმით.
ხემსი უნდა იყოს გარკვეული რეჟიმით, ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ყოველ 4 საათში მიიღოს ბავშვმა, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი. ხილი, თხილეული ან უკიდურეს შემთხვევაში დამტკბარი იოგურტი.
ბავშვს სკოლაში არასდროს უნდა გაატანოთ პურ-ფუნთუშეული, ჰამბურგერები და ჩიზბურგერები, ყველაფერი ის, რაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს“, - ამბობს ეკა უბერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დადის პერიოდულად ქიმიებზე, სიგიჟემდე უყვარდა მამა...“ - რას წერს დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე
⭕როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი