გასართობი, შემეცნებითი ფეისბუკ გვერდი „რებუსი“ სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, რაც ყველა მშობლისთვის საინტერესოა.
როგორც სტატუსში ვკითხულობთ, ხშირად ბავშვი გამოცდაზე საკუთარ ცოდნას ვერ ამჟღავნებს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
„რატომ ვერ ამჟღავნებს ბავშვი ცოდნას გამოცდაზე?
ბავშვი მზად არის - ისწავლა, იმუშავა, ყველაფერი იცის... მაგრამ გამოცდის დღეს თითქოს „ცარიელდება“ და ვერ ამჟღავნებს იმას, რაც რეალურად შეუძლია.
ხშირად მიზეზებია:
შიში და დაძაბულობა („თუ ვერ შევძლებ?“)
დროის წნეხი
სხვა ბავშვების გარემო — შედარება და შფოთვა.
„ფსიქოლოგიური დაბრკოლება“ - როცა ნერვიულობა აზროვნებას აფერხებს.
როგორ დავეხმაროთ?
რეპეტიცია სახლში - სახლში პატარა „გამოცდა“ მოაწყე, რომ სიტუაცია ნაცნობი გახდეს.
სუნთქვის ტექნიკა — 2–3 ღრმა ჩასუნთქვა შფოთვას ამცირებს.
პოზიტიური ფრაზები — „შენ უკვე კარგად იცი, უბრალოდ მშვიდად აჩვენე რა შეგიძლია“.
წარუმატებლობის ნორმალიზება - ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ერთი გამოცდით მისი შესაძლებლობები არ იზომება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამგზის მამა“ - თიკა ფაცაცია მესამე ძმისშვილის მამიდა გახდა