Digest Logo

„თუ ადამიანი მუდმივად უგულებელყოფს საკუთარ თავს და მხოლოდ სხვებზე ფიქრობს, ორი შესაძლო სცენარი არსებობს...“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1759996717
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის სამყაროს სპეციალისტი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ორჯ ბერნარდ შოუს სიტყვებს ციტირებს. 

მისი თქმით, თუ ადამიანი მუდმივად უგულებელყოფს საკუთარ თავს და მხოლოდ სხვებზე ფიქრობს, ორი შესაძლო სცენარი არსებობს:

„ჯორჯ ბერნარდ შოუმ ერთხელ თქვა: „თუ თქვენ თავს გაწირავ საყვარელი ადამიანებისთვის, ბოლოს დაასრულებთ იმ ადამიანების სიძულვილით, ვისთვისაც თავი გაწირეთ“. არსებითად, ეს სიმართლეა.

თუ ადამიანი მუდმივად უგულებელყოფს საკუთარ თავს და მხოლოდ სხვებზე ფიქრობს, ორი შესაძლო სცენარი არსებობს.

ერთ სცენარში, ის ბოლოს და ბოლოს დაავადდება, რადგან ცხადი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ მასზე იზრუნონ. მან მთელი ცხოვრება საყვარელი ადამიანების საჭიროებების სამსახურში გაატარა და მხოლოდ სერიოზული ავადმყოფობა აძლევს მას საშუალებას, საბოლოოდ ამოისუნთქოს, მიიღოს ზრუნვა საყვარელი ადამიანებისგან და დაინახოს, რომ ისიც რაღაცას მაინც ნიშნავს მათთვის, უფასო მოსამსახურის გარდა.

მეორე სცენარში, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებით და წყენებით დასრულდება. ადამიანი მაინც გააგრძელებს ყველაფრის კეთებას - კეთებას, კეთებას, გააგრძელებს სხვებზე ფიქრს, მაგრამ ყოველთვის ექნება უკმაყოფილება, რომ საკმარისად არ არიან მადლობელი, რომ საკმარისად არ აფასებენ, რომ მისი უზარმაზარ მსხვერპლს არ ესმით.

ბუნებრივია, ეს ყველას გააღიზიანებს.

და ის საყვარელი ადამიანებისგან გაიგებს შემდეგ სიტყვებს: „ვინ გეხვეწებოდა“ „ჩვენ შენთვის არ გვთხოვია“ და „რატომ აკეთებდი საერთოდ თუ დამაყვედრებდი?“ ... ის კიდევ უფრო განაწყენდება და ასე შემდეგ ... წრეზე, კონფლიქტამდე, ჩხუბამდე, ზოგჯერ კი სერიოზულ, დამანგრეველ ურთიერთობამდე“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ფიქრობ, რომ ტვინი ყველაფრის ბატონია, დროა პატარა საიდუმლო იცოდე...“ - დაუჯერებელი კავშირი ტვინსა და ნაწლავებს შორის

„დღე შეიძლება იყოს სველი, მაგრამ გული მყუდრო...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთი დანამატი! ნაკლები ძილი უდრის მეტ დაღლილობას და გაღიზიანებას“ - ძილი, როგორც ვიტამინი