იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში საკუთარ ნახატს გვიზიარებს.
8 წლიანი პაუზის შემდეგ მან ანგელოზი დახატა, რომელსაც აწერია „ღმერთი სიყვარულია“:
„8 წელია, რაც ხატვის მუზამ მიმატოვა-მეთქი, ვამბობდი.. დღეს დამიბრუნდა - ისე ვერ დავხატე როგორც ადრე, ტექნიკურადაც გამიჭირდა, საშლელიც ვერ ვიპოვე…
დასახატავად, კი მხოლოდ 1 ფანქარი მქონდა და შუქ-ჩრდილებზე ვერ გამოდგა!
არ ვარ მხატვარი და უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, სარფიანად „ვერ გამოვიყენე” -მეთქი… მოკლედ, ბედნიერი ვარ, რაც გამოვიდა - გამოვიდა, 8 წლიანი გაჩერების შემდეგ…
სამყაროს და ამ სუპერმთვარეს მადლობა… ყველაზე მონატრებული და საყვარელი უნარი გამახსენა და დამიბრუნა…
ისე, პერფექციონიზმის უაზრო პოზას, პირველად გადავაბიჯე ცხოვრებაში და „ასეთ ფორმაში” დავდე ჩემი შემოქმედება… ნუ, კრიტიკულად რომ შევაფასო, მესმის, არაა სრულყოფილი.. არც დასრულებულია ნახატი…
მაგრამ, ძალიან მიყვარს ისეთი, როგორიც არის.
ბედნიერი ვარ!
დამიბრუნდა რაც მთავარია!
და გაგიზიარეთ ჩემი სიხარული“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სამგზის მამა“ - თიკა ფაცაცია მესამე ძმისშვილის მამიდა გახდა