Digest Logo

„დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში…“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

1788202881
 ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი, დაბალ ჰემოგლობინზე ამახვილებს ყურადღებას და მშობლებს მიმართავს:

„დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში...რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ჰემოგლობინი სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტია,რომლის მეშვეობითაც ჟანგბადი მიეწოდება სხვადასხვა ქსოვილებს.... მისი დაქვეითება ხშირად ანემიის ნიშანია, ბავშვებში კი ყველაზე გავრცელებული ანემიაა-რკინადეფიციტური ანემია...

ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი, ადვილად იღლებოდეს, ჰქონდეს სისუსტე, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება.

პატარა ასაკში ხანგრძლივმა რკინის დეფიციტმა შესაძლოა ყურადღებასა და განვითარებაზეც იმოქმედოს.

დაბალი ჰემოგლობინის აღმოჩენისას მხოლოდ რკინის პრეპარატის დანიშვნა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის. საჭიროა მიზეზის გარკვევა, სისხლის საერთო ანალიზის შეფასება და საჭიროების მიხედვით ფერიტინისა და რკინის ცვლის სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა,ამ გადაწყვეტილებას კი იღებს ექიმი პედიატრი ან ჰემატოლოგი...

კვებაში მნიშვნელოვანია რკინით მდიდარი პროდუქტები - ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და მწვანე ბოსტნეული. თუმცა დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის დროს მხოლოდ კვება ხშირად საკმარისი არ არის და ექიმი ნიშნავს რკინის პრეპარატს შესაბამისი დოზითა და ხანგრძლივობით.

ჩვენ ანემიას მხოლოდ ციფრებით არ ვუმკურნალებთ,მთავარია გავარკვიოთ, რატომ დაიკლო ჰემოგლობინმა...ამის გარკვევა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით“, - წერს პედიატრი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ყველაფერი“ - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა თურქეთში უფროს შვილთან ერთად მოგზაურობენ

⭕„ყველაფერი მიდის დაწერილი სცენარით“ - ნანული ლალიაშვილის პროგნოზი ახალ 2-წლიან ციკლზე

⭕„65 წლის ვხდები და ცხოვრებაში არ მქონია მომენტი, რომ ვინმესთვის დახმარება ან ფული მეთხოვა, ბანკიდანაც კი არ გამიტანია სესხი“ - გია ჯაჯანიძე