
როგორ დავზოგოთ ფული ?! - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მარკეტერი თორნიკე გურული საუბრობს და საზოგადოებას რაციონალური ხარჯვის ხრიკებს გვიზიარებს.
მისი თქმით, დანაზოგის გაკეთება შეუძლია იმ კატეგორიის ადამიანებს, ვისაც შემოსავალი 1500 ლარიდან აქვს.
„როდესაც ადამიანის ხელფასი არის 300 - 500 ლარი აქ რთულია იმსჯელო ფულის დაზოგვაზე, თუმცა შეგიძლიათ რაციონალურად დახარჯოთ ფული.
რაციონალურად ფულის დახარჯვის ერთ-ერთი მაგალითია, ოთახში სადაც არ ვიმყოფებით გამოვრთოთ ელექტრო ენერგია, არ გადაიხდი იმაში რაც არ მოიხმარე, ასევე გათბობა ჩართოთ გვიან, კონდიციონერი მცირე დროით და ა.შ.“, - ამბობს თორნიკე გურული.
მისი თქმით, ფულის შენახვა ბავშვობიდან უნდა ვისწავლოთ და ამის საუკეთესო მაგალითია ჰქონდეთ ბავშვებს ყულაბა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანხა დავზოგოთ მიზნისთვის, ეს უფრო ამარტივებს ფულის შენახვას.
როდესაც თქვენ აიღებთ ხელფასს და გადაიხდით ყველა საჭირო თანხას, თანხა რომელიც დაგრჩებათ გადაანაწილეთ ეს თანხა 30 დღეზე და ასე თქვენ გექნებათ კონკრეტული დღიური თანხა ანუ დღის ბიუჯეტი, რომელიც არის ყველაზე ეფექტიანი დაზოგვის შემთხვევაში.
ასევე ეფექტიანი მეთოდია მაღაზიაში როდესაც არის სააქციო შეთავაზება ეცადოთ თქვენი მენიუ სწორედ ამ შეთავაზებას მოარგოთ და გამოიყენოთ ეს გზა ფულის დაზოგვისთვის“, - ამბობს მარკეტოლოგი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით