Digest Logo

🎥 ფსიქოლოგ ზაზა ქოიავას რჩევები ადამიანებს, ვინც ურთიერთობიდან მოულოდნელად მიდიან - „თავადაც ეშინია ან მანიპულატორია“

1752155496
ზაზა ქოიავა

სიტყვა „გოსთერი“ (ghoster) მოდის ინგლისური სიტყვიდან ghosting, რაც ნიშნავს უცბად, გაუფრთხილებლად და უკვალოდ გაქრობას ურთიერთობიდან — თითქოს მოჩვენება (ghost) გახდეს ადამიანი.

გოსთერი არის ადამიანი, რომელიც:

  • შეწყვეტს კომუნიკაციას გარეშე ახსნა-განმარტებისა;
  • აღარ პასუხობს ზარებს, შეტყობინებებს;
  • გაქრება ისე, თითქოს ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია.

სად გვხვდება გოსთინგი?

  • რომანტიკულ ურთიერთობებში – ყველაზე გავრცელებული სფეროა.

მაგალითად, ვინმე დაიწყებს ურთიერთობას და მოულოდნელად „იკარგება“.

  • მეგობრობაში – მეგობარი, რომელიც აღარ პასუხობს და თან არც ამბობს რატომ.
  • სამუშაო სფეროში – ვიღაც გპირდება პასუხს/შეხვედრას/თანამშრომლობას და საერთოდ აღარ ჩნდება.

გადაცემაში „იმედის დღე“ ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა იმყოფებოდა, რომელმაც ამ კატეგორიის ადამიანებს რჩევები მისცა:

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კი არ გავკიცხოთ, არამედ დავადგინოთ მის გონებაში, ტვინში, ფსიქიკაში მიმდინარე პროცესები, რომელიც აიძულებს ასე მოქცევას. 

ამ ადამიანს თავადაც ეშინია, თავადაც არ უნდა, ან მანიპულატორია, თავი მოატყუებინა, შეაყვარებინა. ეს ტაძრის გზა არ არის. გრძელვადიანი წარმატების გზა არ არის, სიამოვნების მიღების გზა არ არის, დოფამინების, სერატონინის მიღების გრძელვადიანი გზა არ არის. 

სხვათა შორის, ასეთი ტიპის ადამიანებს მომავალ ცხოვრებაში მასზე უფრო დიდი მატყუარა ხვდება“, - ამბობს ზაზა ქოიავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აქვს და რომელ ქცევაში შეიძლება ამოვიცნოთ აღნიშნული მდგომარეობა

„საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს“ - გიორგი ფოცხიშვილის გულახდილი ინტერვიუ

„ნათელს მოფენს შეცდომებს, ტყუილს, სააშკარაოზე გამოიტანს ფარულ და ბოროტ საქმეებს, ეს არის კარმის გააქტიურების დრო“ - ნინა ხომერიკი ივლისის მნიშვნელოვან ასტრომოვლენაზე