
დეპრესია ხშირად შეუმჩნევლად ეწყება, მაგრამ შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობაა, რომელიც იწვევს მუდმივ სევდას, ინტერესის დაკარგვას ცხოვრების მიმართ და სხვა მრავალი სიმპტომს. ეს მხოლოდ ცუდ ხასიათზე ყოფნა არაა — ეს ღრმა, ხანგრძლივი მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებს ფიქრებსა და ქცევაზე.
დეპრესიის ძირითადი სიმპტომები:
- მუდმივი სევდა ან სიცარიელის გრძნობა
- ინტერესისა და სიამოვნების დაკარგვა ყოველდღიური აქტივობების მიმართ
- დაქვეითებული ენერგია, დაღლილობა
- ძილის პრობლემები – უძილობა ან ზედმეტი ძილი
- მადა და წონის ცვლილება
- დამახინჯებული ფიქრები საკუთარი თავის შესახებ – დამცირება, უსარგებლობის გრძნობა, დანაშაულის განცდა
კონცენტრაციის გაძნელება - ფიქრებიც კი თვითმკვლელობაზე ან სიკვდილზე
თემაზე - როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აქვს და რომელ ქცევაში შეიძლება ამოვიცნოთ დეპრესია, გადაცემაში „შუადღე“ ფსიქიატრმა მიშო დუმბაძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:
„დეპრესია მართლაც აქტუალური პრობლემაა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. მისი გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით, 15-20%-ია. ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ მზარდია.
დეპრესია გუნება-განწყობის აშლილობებს მიეკუთვნება, ამ დროს გამოხატულია სიმპტომები, რომელიც ბიოფსიქოსომატურ სოციალურ ჭრილში, რაც სამ ძირითად კომპონენტს გულისხმობს.
დეპრესიისთვის დამახასიათებელია: ფიზიკური სიმპტომები, ემოციური და სოციალური სიმპტომები. ამიტომ ამ ყველაფერზე ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ“, - ამბობს მიშო დუმბაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: