Digest Logo

ფუმფულა კექსი რამდენიმე წუთში - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!

1754227199
ფუმფულა კექსი

მზადდება სულ რაღაც 5 წუთში. საოცრად მარტივი და სუპერგემრიელია! რჩევა: ყველა ინგრედიენტი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის.

ინგრედიენტები

შაქრის პუდრა
ვანილი
სოდა - 1 ჩკ
მაწონი (ან კეფირი) - 0.5 ჭიქა
ფქვილი - 2 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 100 გ
 
მომზადების წესი

შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ თეთრი, ფაფუკი მასის მიღებამდე, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, კეფირი ან მაწონი, სოდა, ვანილი ფქვილი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცომში ქიშმიში, ნიგოზი და ჩირები. გადაიტანეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და აცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი. გამომცხვარ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი „შუ“ და „ეკლერი“ - თეონა ცირამუა ტყუპების ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ადამიანი მარადიულია - წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვთის სრული ხატება და მსგავსება ვერ იქნება, რაც ბიბლიის ღვთაებრივ ლოგიკას დაარღვევს, ის კი არასდროს ირღვევა“ - გია მურღულია

⭕„გიკვირთ სხვისი წარმატება? საკუთარ თავში იპოვე მიზეზი, რატომ არ მოგეცა ის, რაზედაც ოცნებობდი, ბედნიერებაა როცა ხვდები საკუთარ დანაშაულს, მოიხადო ბოდიში და ითხოვო პატიება“ - გიორგი ჯაჯანიძე