Digest Logo

ძილის წინ მოდუნების ბუნებრივი გზა: რა როლს თამაშობს ჰორმონები ჩაძინებაში?

1790846121
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში ჩაძინების პროცესისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესების ბუნებრივ მექანიზმებზე წერს.

სპეციალისტის განმარტებით, სედატიური თუ საძილე მედიკამენტების მიღებამდე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფიზიოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინება - კერძოდ, ჰორმონების (ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, სეროტონინი) გამოყოფა, რაც სხეულს მოდუნებასა და ძილისთვის მომზადებაში ეხმარება:

„ითვლება, რომ ძილის წინ მასტურბაცია ხელს უწყობს ჩაძინებას.

კი ბატონო, სანამ გადაირევით კომენტარებში, თუ პარტნიორი გყავთ, შეგიძლიათ „გაერთიანდეთ”
ამას ჰორმონალური ახსნაც აქვს: გამოყოფილი ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი, სეროტონინი ფიზიოლოგიურად მოდუნებისკენ განაწყობს ორგანიზმს და ამარტივებს ძილის დაწყებას.

ასე რომ, სანამ კორსიზს, ქსანქსს, ტრიტიკოს ან კეტილეპტს მიირთმევთ, ცოტა გაერთეთ საკუთარი სხეულით და მისი მრავალფეროვანი, სარგებელი ფუნქციებით.

თუ მიგაჩნიათ, რომ ცოდვაა ჯანსაღი ცხოვრება და სწორია ის, რასაც წვერიანი კაცები გიწესებენ, მაშინ ამ გვერდზე არასწორად მოხვდით.

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია

⭕ ახალი სიმღერა და ემოციური ფოტოები სცენიდან - მარიამ ელიაშვილის სიახლე გამომწერებს

⭕ როგორ გავხადოთ ხილით წახემსება სრულყოფილი - არუნ ხათრის რჩევები და ჯანსაღი ბალანსი

✕