Digest Logo

გაილამაზეთ გაზაფხულის საღამოები იოლად მოსამზადებელი გამაგრილებელი კოქტეილებით

1679668578
კოქტეილიკოქტეილი

არიან ისეთი ადამიანები ვისაც სჯერა, რომ კოქტეილი შესაფერისია ყველა სეზონისთვის, თუმცა, ეს მთლად ასე არ არის, რადგან საღამოს მეგობრებთან ერთად შეკრებები და ყინულით სავსე გემრიელი ალკოჰოლური კოქტეილების დალევას, დამეთანხმებით ზაფხულის ცხელ ამინდებში არაფერი სჯობს.

🔵 „სულ მგონია, რომ ბავშვობაში მონადირეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ გაკვეთილი გააცდინეს - ამათ რომ დააობლებ...“ - რა ფოტოს აქვეყნებს მწერალი გენრი დოლიძე 

1. „გაყინული საზამთროს მარგარიტა“

                  რეცეპტის ინგრედიენტები
 
2  ჭიქა დაჭრილი საზამთრო

3 ს/კ ლაიმის წვენი

170 გრამი ტეკილა

60 გრამი ფორთოხლის ლიქიორი

11⁄2  ჭიქა ყინული
 
                  რეცეპტის მომზადების საფეხურები

1 - კუბიკებად დაჭრილი უკურკო საზამთრო ლანგარზე მოათავსეთ და საყინულეში შედგით. გაყინეთ კარგად გამყარებამდე.

2 - ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ, დაუმატეთ გაყინული საზამთრო და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ.

3 - ჭიქებში გადაანაწილეთ და მორთეთ საზამთროს ნაჭრებით.

2. „კივის კოქტეილი“

   რეცეპტის ინგრედიენტები
 

400 გრამი კივი
 
150 მლ/ლ ფორთოხლის წვენი
 
3 ს/კ ლიმონის წვენი
 
3 ს/კ შაქრის პუდრა
 
80 მლ/ლ არაყი

          რეცეპტის მომზადების საფეხურები

1 - ერთი ცალი კივი გადავდოთ კოქტეილის მოსართავად. დანარჩენი გავფცქვნათ, დავუმატოთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, შაქრის პუდრა და დავაბლენდეროთ.

2- შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ არაყი, ყინული (სურვილისამებრ) და შეიკერში ავთქვიფოთ.

3 - მზა კოქტეილი ჩამოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ კივის ნაჭრებით.

3.  კოქტეილი „კეიფ კოდერი“


 

                     რეცეპტის ინგრედიენტები
 
45 მლ/ლ არაყი
 
145 მლ/ლ შტოშის წვენი
 
1 ჭიქა ყინულის კუბიკები
 
რამდენიმე ნაჭერი ლაიმი

                   რეცეპტის მომზადების საფეხურები

1-  შეავსეთ ჭიქა ყინულებით. ჩაასხით არაყი და შემდეგ შტოშის წვენი.

2- გააფორმეთ ჭიქა ლაიმის ნაჭრით და გემრიელად გაგრილდით!

და სასმელიც მზადაა!

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი - აუტისტი ბავშვების საოცარი ფრაზები

🔵„დღეს მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას“ - მიხეილ ცაგარელი

🎥 როგორ დავიკლოთ წონაში სწრაფად და მარტივად - დიეტა, რომელიც სვეტა ბაგდასაროვას 40 კგ-ის დაკლებაში დაეხმარა