
მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ პოსტს ურთავს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი წერს, მონადირეებმა პატარა ბაჭიებს ნადირობისას დედა კურდღელი მოუკლეს რის შედეგად ბაჭიები დაობლდნენ.
„მესმის აზარტიც, სპორტული ინტერესიც, მაგრამ არასოდეს დადგება ჩემგან მონადირე...
ამათ რომ დააობლებ ...
სულ მგონია, რომ ბავშვობაში მონადირეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ გაკვეთილი გააცდინეს.
მძინარე ბაჭიები მინდორში დედას ელოდებიან...,“- წერს გენრი დოლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: