„გააკეთეთ ეს 12 აგვისტოს. ვკეტავთ დეფიციტის კარს და ვხსნით სივრცეს კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
მარტივი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსური შიშების გაშვებაში, აზრების დალაგებასა და იმ რეალური შესაძლებლობების დანახვაში, რომლებიც თქვენს გარშემო უკვე არსებობს.
🔮 დაგჭირდებათ:
🔮 📄 სუფთა ფურცელი და კალამი; 🕯 შავი ან ჩვეულებრივი სანთელი;
⏳ 10 წუთი სიჩუმე.
⚡️ რას ვაკეთებთ:
1️⃣ ფურცელი გაყავით ორ ნაწილად და დააწერეთ: „ვუშვებ“ | „ვცვლი“
2️⃣ მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ: ვალები, ფულის დაკარგვის შიში, იმპულსური ხარჯვა, შეხედულება — „მე ყოველთვის მაკლია“ და ყველაფერი, რაც ფინანსურ დაძაბულობას გიქმნით.
3️⃣ მარჯვენა მხარეს თითოეულ საკითხს მიუწერეთ ერთი კონკრეტული მოქმედება, რომლის შესრულებაც შეგიძლიათ.
მაგალითად:
💰 ბიუჯეტის გადამოწმება;
💰 გადახდების გრაფიკის შედგენა;
💰 არასაჭირო გამოწერის გაუქმება;
💰 თქვენთვის მისაღები თანხის გადადება;
💰 კლიენტისთვის შეთავაზების გაგზავნა;
💰 დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობის მოძიება.
4️⃣ აანთეთ სანთელი და მშვიდად წარმოთქვით:
✨ „ვუშვებ დეფიციტის შიშს და ვთავისუფლდები ძველი შეზღუდვებისგან. ვხედავ შესაძლებლობებს, გონივრულად ვმართავ ჩემს ფინანსებს და ყოველდღიურად ვაძლიერებ ჩემს კეთილდღეობას.“
✨ 5️⃣ ნაწილი „ვუშვებ“ დახიეთ და გადააგდეთ. ხოლო სია „ვცვლი“ შეინახეთ და უკვე ხვალვე შეასრულეთ მასში ჩაწერილი პირველი მოქმედება.
✅ 🔥 თუ გადაწყვეტთ ქაღალდის დაწვას, აუცილებლად გამოიყენეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი და ცეცხლი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ძილის წინ სანთელი აუცილებლად ჩააქრეთ.
✨ პატარა რჩევა: ეს პრაქტიკა შეგიძლიათ თვეში ერთხელ გაიმეოროთ — როგორც ფინანსური გადატვირთვისა და ახალი მიზნების დასახვის სიმბოლური რიტუალი.
❤️ კომენტარებში დაწერეთ: „ვუშვებ დეფიციტს და ვირჩევ კეთილდღეობას!“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: