ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის თმის გაჭაღარავებაზე საუბრობს. როგორც თავად ამბობს, გაჭაღარავების პროცესს სამი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს.
„გაჭაღარავება ყველაზე ხშირად უკავშირდება ასაკს, როცა ადამიანი 35+ ჭაღარა ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უფრო ახალგაზრდა ასაკში უჩნდებათ და ფიქრობენ რატომ დაეწყო თმის გაჭაღარავება.
მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ, თუ თმის გაჭაღარავება დაგეწყო, მას 3 ტიპური მიზეზი აქვს:
ვიტამინი B12 ნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ანუ ჰიპოთერიოზი და მესამე მიზეზია მწეველობა. არ აქვს მნიშვნელობა აქტიური მწეველია თუ პასიური, გაჭაღარავების დაწყება უფრო ადრე იწყება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.