„ჯვაროსნებისა“ და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურ მცველმა დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში ტრავმების გამო დაასრულა.
„geo Team“ სოციალურ ქსელში სპორტსმენის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც დავითმა საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
„მიყვარს ეს ადგილი, ქალაქი, კლუბი, ძნელია დამშვიდობება, მაგრამ ეს არ არის დამშვიდობება, რადგან მე ახლა მე-12 მოთამაშე ვიქნები. მადლობა თქვენ, ფანებს, კლუბს, მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტს, დიდებული სამი წელი იყო“, - ამბობს დავით ხოჭოლავა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებში ხოჭოლავამ ბოლოს 2022 წლის 26 სექტემბერს გიბრალტართან, ერთა ლიგის გასვლით შეხვედრაში (2:1) ითამაშა. „კოპენჰაგენში“ კი ბოლო მატჩი გასული წლის 19 მარტს, 10 თვის წინ ჩაატარა, მას შემდეგ ფეხბურთელმა მუხლზე სამი ოპერაცია გაიკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი