Digest Logo

ინფორმაცია მათთვის, ვისაც მზის ალერგია აწუხებს

1656595701
მზის ალერგია

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მზის ალერგიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს.

„მზის ალერგია

მზის ალერგია ვითარდება სხეულის მზისგან დაუფარავ ადგილებში, კანზე წითელი გამონაყარის სახით, რომელსაც ახლავს ქავილი.

ზოგიერთ ადამიანს აქვს მემკვიდრეობითი ტიპის მზის ალერგია. ზოგიერთს კი უვითარდებათ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მზის ზემოქმედებით. (მაგ. მედიკამენტების მიღება და/ან კანზე ზოგიერთი მცენარის შეხება)

მზის ალერგიის მსუბუქი შემთხვევები შეიძლება გაქრეს მკურნალობის გარეშე. უფრო მძიმე შემთხვევების მკურნალობა შეიძლება სტეროიდული კრემებით ან აბებით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მზეზე ძლიერი ალერგია, შესაძლოა დასჭირდეთ პრევენციული ზომების მიღება და მზისგან დამცავი ტანსაცმლის ტარება.

რისკ ფაქტორები:

• ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მზის ალერგია, მაგრამ ის უფრო ხშირია ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში.

• გარკვეული ნივთიერებების გამოყენება და შემდეგ მზის სხივების ზემოქმედება.
მაგალითად: სუნამოები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები

• გარკვეული მედიკამენტების მიღება

ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს კანის მზით დამწვრობა . მათ შორის
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, სულფაზე დაფუძნებული წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა კეტოპროფენი, ორალური კონტრაცეპტივები, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ტერბინაფინი, იტრაკონაზოლი), კარდიალური საშულებები (ამიოდარონი, ენალაპრილი), შარდმდენი პრეპარატები და სხვა.

• კანის სხვა დაავადებები

მაგალითად დერმატიტი ზრდის მზის ალერგიის რისკს.

• გენეტიკური ფაქტორი

უფრო სავარაუდოა, რომ მზეზე ალერგია გქონდეთ, თუ გყავთ და-ძმა ან მშობელი მზის ალერგიით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.   

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არსებობენ ადამიანები, მუდმივად საკუთარ უპირატესობას რომ გვიმტკიცებენ - თავის ქებას იწყებენ და არ ამთავრებენ“ - ბელა ალანია

🔵„უნდა დაამტვრიო ზელენსკის კიდურიც და თავ-ყბაც“ - ლალი მოროშკინა იმუქრება

🔵დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება