Digest Logo

🎥 იწვევს თუ არა SPF-ი სიმსივნეებს? - ზაზა ანდრიაშვილის რჩევები!

1750080486
ზაზა ანდრიაშვილი

SPF (Sun Protection Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) არის ნივთიერება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს და კანს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. როგორც წესი, შეფუთვაზე მითითებულია SPF-ის შემადგენლობა, რაც 5-დან 100-მდე მერყეობს. SPF 5-10 საბაზისო დაცვაა და ყველაზე სუსტია, SPF 15-25 საშუალო დაცვაა, SPF 30-100 მაქსიმალურია.

სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც  SPF 15-ის ან მზისგან დამცავი ფაქტორის უფრო მაღალი შემცველობის კრემებს ყოველდღიურად ხმარობენ, კანის დაბერების პროცესს 24%-ით ამცირებენ. ამავდროულად მელანომის შემთხვევების 50-70%-ი მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას უკავშირდება.

როგორც წესი, დღის კრემში SPF-ის შემადგენლობა 8-დან 30-მდე მერყეობს.

ქალაქის პირობებში და ზაფხულის პერიოდში ოპტიმალური ვარიანტია 15-დან 30-მდე. ზამთარში ეს მაჩვენებელი შეგიძლიათ შეამციროთ. თუ თქვენ თბილ კლიმატურ პირობებში, მთაში ან ზღვასთან ახლოს ცხოვრობთ, პიგმენტური ლაქების სიჭარბე გაქვთ ან ქიმიოთერაპიის კურსს გადიხართ, უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ კრემს, რომელშიც SPF-ის შემადგენლობა, სულ ცოტა, 30-ია. 

იწვევს თუ არა spf სიმსივნეებს? - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ექიმ ინფექციონისტი ზაზა ანდრიაშვილი საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.

„spf - ანუ მზისგან დამცავის გამოყენება უნდა იყოს ყოველდღიური რუტინა, ორნაირი SPF არსებობს, მცენარეული და არა მცენარეული, რომელიც იცავს ორგანიზმს, რომ არ განვითარდეს კიბო. ჩვენ სახეც გაქვს ბევრი ხალი და ტანზეც და მისმა არ გამოყენებამ შეიძლება გაართულოს ეს ყველაფერი.

არსებობს მოსაზრება, რომ ქიმიური spf იწვევს კიბოს, მაგრამ ეს არ დასტურდება მეცნიერულად“, - ამბობს ზაზა ანდრიაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავთ ყველას, ვისაც ქართველი სპორტსმენების გამარჯვება, ქართული ჰიმნის აჟღერება და ქართული დროშის ყველაზე მაღლა აფრიალება გიხარებთ გულს!“ - გია ბაღაშვილი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებაზე

⭕„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, ჩემების კორპუსიც ჩამოშალა...მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს და ამდენი წლის ნაშრომი ნანგრევებმა ჩაიტანა“ - „მეჩანთე“ ისრაელში მცხოვრების ემიგრანტი დის ოჯახზე ინფორმაციას აქვეყნებს