Digest Logo

🎥 იწვევს თუ არა ცხელი ყავის, ან ჩაის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას?! - კლინიკური ონკოლოგის რჩევები!

1752217184
ელენე მარიამიძე

იწვევს თუ არა ცხელი სასმლის, ყავის, ან ჩაის მიღება სხვადასხვა სიმსივნურ პათოლოგიას?!  მაქსიმუმ რა ტემპერატურის სასმლის მიღება შეგვიძლია, რომ არ გავნოს?!

ამის საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ კლინიკური ონკოლოგი ელენე მარიამიძე საუბრობს და საჭირო რჩევებს უზიარებს საზოგადოებას.

„ნებისმიერი ქრონიკული ანთება, რაღაც ეტაპზე გადადის ონკოლოგიურ დაავადებად. 

ძალიან მაღალი ტემპერატურის, მდუღარეზეა ფაქტობრივად საუბარი ეს იქნება საკვები, თუ სასმელი რაც ორგანიზმში ხვდება, აღიზიანებს ლორწოვანს. 

ლორწოვანის გაღიზიანებას თუ აქვს ქრონიკული ხასიათი, აქ შეიძლება წყლულის წარმოქმნას დაზიანდეს ზედაპირი და რაღაც მომენტში ავთვისებიანმა დაავადებამ იჩინოს თავი“, - ამბობს ელენე მარიამიძე. 

მისი თქმით, როცა ჭიქას ხელს მოკიდებ და ვერ ჰკიდებ ხელს იმდენად ცხელია, ე.ი. ეს ტემპერატურა მიღებიდან არ არის უსაფრთხო. 

„სასურველია, როდესაც ჩაის ჩამოსხმა 10 წუთი დაელოდოთ და შემდეგ დალიოთ“, - ამბობს ონკოლოგი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სულ ანათე მზესავით“ - ახალი კადრები შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის გრანდიოზული წვეულებიდან

🎥 ვინ არ უნდა მიიღოს დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არის კარგი დასვენება? - 11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„გავიზარდე, ვითომ?“ - მანუ მურღულია იუბილარია