წელიწადის ამ დროს აქტუალური თემაა ვირუსული ინფექციები და თავის დაცვა! როგორ ავირიდოთ თავიდან სეზონური ვირუსები?
ალბათ ყველას აინტერესებს რა ვირუსებია ამ სეზონზე გავრცელებული და რატომ არის ყველაზე საფრთხილო მათ შორის გრიპის ვირუსი? - აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ გადაცემაში „დღის პოსტი“ ალექსანდრე გოგინავა იმყოფებოდა, რომელმაც საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„ცივი სეზონი, გვიან შემოდგომა და გაზაფხული ხასიათდება იმით, რომ ცირკულირებს სეზონური რესპირატორული ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები: ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, სურდო და სხვა. მაგრამ ყველაზე საყურადღებოა გრიპის ვირუსი, რომელიც შემოდგომიდან გაზაფხულამდე ცირკულირებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვირუსს ანტიბიოტიკით ვერ უმკურნალებ… რა ნიშნები აქვს გრიპს? გრიპი იწყება უეცრად, მწვავედ, სახსრების ტკივილით და ახასიათებს გართულებები. დუნე საწყისი თუ არის და მაღალ ტემპერატურის გარეშეა ეს არ არის გრიპი და სეზონური გაციებაა. თუ გრიპზე გვაქვს ეჭვი საჭიროა ექიმთან ვიზიტი. ამ რისკჯგუფში არიან, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, იმუნოდეფიციტური ბავშვები, ორსულები და პირები, ვისაც იმუნიტეტი აქვთ სუსტი, და აუცილებელია, რომ მათ მკურნალობა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
მედიკოსმა წამლებით მკურნალობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო, რომა არ მოხდეს ან ზედმეტი წამლის მიღება ან საჭიროების დროს მისი ნაკლებობა.
გოგინავა აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია გრიპის ვირუსის წინააღმდეგ აცრის ჩატარება, რომელიც დროში და წლებში გამოცდილი თავდაცვის საშუალებაა, რადგან რისკჯგუფებს ჩვენთვის ძვირფასი მოხუცები მიეკუთვნებიან და ყველაზე მეტად მათ უჭირთ ამ ვირუსთან თვითნებურად გამკლავება.
მისივე განმარტებით, აცრა არ ნიშნავს აპრიორი არ დაგვემართება ვირუსი, მაგრამ თუ დაგვემართა იოლი ფორმებით გადავიტანთ.
ასევე დაგაინტერესებთ: