Digest Logo

🎥 „ჯანმოს კვლევის მიხედვით ყოველი მეხუთე ადამიანია დაავადებული რკინის დეფიციტით“ - როგორ უნდა ვუმკურნალოთ სისხლის დაავადებებს ? - ნინო შარაშენიძის რჩევები

1727198175
ნინო შარაშენიძე

ჰემატოლოგი, ნინო შარაშენიძე სტუმრად გადაცემაში „შუადღე“ იმყოფებოდა, სადაც სისხლის შესახებ ისაუბრა.

სპეციალისტმა ისაუბრა სისხლის დაავადებებზე და აღნიშნა, რომ სწორად წაკითხული სისხლის ანალიზი ექიმს მიმართულებას აძლევს რა კუთხით უნდა წაიყვანოს კვლევა:

„ანემიის უამრავი ფორმა არსებობს. ის არ არის მხოლოდ რკინა დეფიციტი. რკინის დეფიციტი უბრალოდ ყველაზე მეტად გავრცელებულია, „ჯანმოს“ კვლევის მიხედვით ყოველი მეხუთე ადამიანია დაავადებული რკინის დეფიციტით. მეორე არის სისხლის გასქელება და მესამე ონკოლოგიური დაავადებები.

სისხლნაკლებობის დროს, ანუ რკინადეფიციტური ანემია. ზოგადად ეს მდგომარეობა რა მიზეზითაც არ უნდა იყოს განპირობებული პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ზოგადი საერთო სისუსტე, კანის და ხილული ლორწოვანი სიფერმკთალე, ადინამია. პაციენტი არის მიძინებული, უჭირს დილით გამოღვიძება, ადვილად ნერვიულდება. ზოგს თმას სცვივა, ფრჩხილები აქვთ მტვრევადი.

რკინა ჩვენს ორგანიზმში ბევრი სახით არსებობს. ფერიტინი, ერითროციტში, კანში, თმაში. რკინის პათოლოგიური დაგროვება თუ არის მაშინ ჩვენ ვერ შევამჩნევთ. სისხლის საერთო ანალიზით ძალიან ბევრი დაავადებების გამომჟღავნებაა შესაძლებელი. სწორად წაკითხული სისხლის ანალიზი ექიმს აძლევს მიმართულებას, რა კუთხით უნდა წაიყვანოს კვლევები და მკურნალობა“, - აღნიშნა ნინო შარაშენიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე დიდი ჯადოები, წინაპრებზე გაკეთებული ჯადოებია, ხუთ წელიწადში ერთხელ ფეთქდება და ადამიანებს იწირავს“ - რას ამბობს პარაფსიქოლოგი ლია ხუციშვილი?

„როცა შენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ დაინახავენ, არ იდარდო, არც საყვედური თქვა, არც ის გაიფიქრო, აღარასოდეს არავის დავეხმარებიო“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

„ვაპირებდით, იმ სასაცილო ვიდეოებზე პასუხს... ისეთი დაცარიელებული ვარ, ვისთან ერთად გავაკეთებთ ახლა ყველაზე რეიტინგულ შოუს“ - იუნა შაფათავა კესარია აბრამიძეს ემშვიდობება