ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების №1 წესი ასეთია:
იმ ცეცხლს, რაც თავიდან ინთება ორ ადამიანს შორის, სჭირდება გაფრთხილება და მუდმივად ახალი შეშის მიწოდება, რომ არ ჩაქრეს და არ დაიფერფლოს.
რა გვეხმარება ამაში, რომ შევინარჩუნოთ ინტერესი, ერთმანეთის მიმართ ყურადღება, ერთმანეთით აღფრთოვანება? პირველ რიგში გვეხმარება მეგობრული, გახსნილი ურთიერთობა და პატივისცემა!
ყველა ადამიანს თავისი სიყვარულის ენა აქვს, ეს უნდა გაიგოთ. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვახსოვს სხვა ადამიანი, მისი სურვილი, მოთხოვნილება, ინტერესები. ის გრძნობს, რომ გვერდით ვართ, ვითვალისწინებთ, არ ვზღუდავთ, არ ვიჭრებით მის სივრცეში, ყოველთვის პატივს ვცემთ მის საზღვრებს და გვინდა, გავახაროთ. ჩვენც კარგად ვართ, როცა ის გახარებულია და ისიც, რა თქმა უნდა, იმავეს დაგვიბრუნებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლევან კობიაშვილი ცოლთან ერთად ბრიუსელში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს ნინა ილურიძე
⭕ყველაფერი მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობაზე: როდესაც მიტოვების შიში ურთიერთობებს მართავს