Digest Logo

🎥 „კანცეროგენული ნივთიერებები ვითარდება... ადამიანი შეგიძლია მოწამლო ძალიან მარტივად საჭმლის არასწორი კომბინაციით!“ - რას გვაფრთხილებს ლუკა ნაჭყებია

1768226685
ლუკა ნაჭყებია

შეფმზარეულმა, გასტრონომმა და კვების ტექნოლოგმა ლუკა ნაჭყებიამ გადაცემაში „კოდკასტი“ საჭმლის სწორი კომბინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ პროცესი კარგად არ იცი, შეგიძლია ადამიანი მარტივად მოწამლო. 

შეფმზარეული გვაფრთხილებს, რომ დუღილის დროს თუ პომიდორმა მიიწვა, არ შეურიოთ იგი საკვებში, რადგან იქ კანცეროგენული ნივთიერებები ვითარდება:

„კიდევ კარგი რომ პომიდორს წყალი აქვს შიგნით, მაგრამ დუღილის დროს თუ მიიწვა, იმას ნუ მოფხიკავ, იქ კანცეროგენული ნივთიერებები ვითარდება. მუდმივი ტემპერატურული დამუშავება გინდა არ გინდა რად გარდაიქმნება არ იცი. ბევრი რამე შესწავლილია, მაგრამ ბევრი რამე არა. მაგალითად, მე რომ ქინძს ჩავყრი ლობიოში, 4 საათი რომ ვხარშავ, რა ქიმიურ რეაქციამდე მივა ამის კვლევა არ არსებობს საქართველოში. 

უნდა გვახსოვდეს, რომ როცა კერძს აკეთებ, აკეთებ ქიმიურ ექსპერიმენტს, გინდა არ გინდა. 

ადამიანი შეგიძლია მოწამლო ძალიან მარტივად საჭმლის არასწორი კომბინაციით! მაგალითად: ნატრიუმის ნიტრიტი - არის მარილი, ვარდისფერი მარილი, რისგანაც კეთდება ლორეული, ძეხვეული. აბსოლუტურად უვნებელი რამეა, როცა დაბალ ტემპერატურაზე მუშავდება. როგორც კი ნატრიუმის ნიტრიტს გააცხელებ 82-დან ხდება კანცეროგენური. ძეხვს რომ ტაფაზე დააგდებ და წვავ უკვე საშიშია. 

მეორე არის ის, რომ ამ ყველაფერს ყურადღება რომ მიაქციო, იმდენ რაღაცაზე გახვალ, გააფრენ. ამიტომ ჩვენი სფერო ამბობს, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=oVEoo6_IMDc

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სმის პროცესში არ დაგავიწყდეს...“ - ლუკა ნაჭყებია გვასწავლის, როგორ შევამციროთ ნაბახუსევისგან გამოწვეული დისკომფორტი

🎥 რატომ ასოცირდება ახალ წელთან გოჭი, საცივი და რა არის ყველაზე არაჯანსაღი საკვები საახალწლო სუფრაზე? - ლუკა ნაჭყებიას განმარტება

🔵„დღეს შეიძლება მიიღოთ ბონუსი, ახალი სამსახურის შეთავაზება ან უბრალოდ იპოვოთ ფული“ - 12 იანვრის ასტროპროგნოზი