
გადაცემაში „კოტcast“, რომლის წამყვანიც ექიმი კოტე მათითაშვილია, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგმა და საერთაშორისო პარტნიორმა საქართველოში, Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე ენუქიძემ - როგორ გავარჩიოთ კანისა და თმის პრობლემის კოსმეტიკური და ენდოკრინოლოგიური მიზეზები ერთმანეთისგან? - კანის, თმისა და ძვლოვან სისტემაში ვიტამინების კავშირზე ისაუბრა:
„კალციუმი ქალებში განსაკუთრებით საყურადღებოა, მათ შორის ასაკის მატებასთან ერთად. ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიტამინი, თუმცა მასზე რატომღაც ყურადღებას ამახვილებენ სისხლის შემდედებელ პროცესში ჩართულობაში.
კალციუმის ვიტამინი კარებს უღებს სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან ვიტამინებს ძვალში მოსახვედრად. ასევე ამცირებს სისხლძარღვების კალციფიკაციის რისკს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დამცველობითი ეფექტიც აქვს.
ვიტამინი „კა“ გამოიყოფა ჩვენს ორგანიზმშიც. ასევე ხშირად იციან მისი მიღება თმისა და ფრჩხილების მკურნალობის დროს, თუმცა გადაჭარბება არაფერში არ ვარგა.
ნებისმიერი საკვები დანამატი, ვიტამინი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოება მოიხმარს, ეფექტურობით საკვების ბუნებრივ წყაროს ჩამორჩება.
კაცმა არ იცის ბრენდებს შორის ან ეფექტურობას შორის რა განსხვავებაა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინ „დ“-ს მიღებას, მის ბუნებრივ წყაროს. ბუნებრივი წყაროთი მიღებული ვიტამინი ხელს უწყობს კანის დაცვას და ა.შ.
მულტივიტამინების საჭიროება, მე პირადად ბევრ ადამიანისთვის არ მირჩევია“, - აღნიშნა თორნიკე ენუქიძემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არასწორ მოლოდინებშია...“ - რატომ ვერ ვიკლებთ სწორი კვების დროს წონაში?
🎥 „მაქვს ძალიან კარგი სიახლე...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს ახალ ინფორმაციას უზიარებს
⭕ თიკა ფაცაციას ახალი კადრები - ტელეწამყვანის მოგზაურობა ცხელ კვიპროსზე გრძელდება