Digest Logo

🎥 „არასწორ მოლოდინებშია...“ - რატომ ვერ ვიკლებთ სწორი კვების დროს წონაში?

1757062272
თორნიკე ენუქიძე

რომელი ელემენტები უნდა შევამოწმოთ მაშინ, როცა წონაში ვერ ვიკლებთ? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „კოტcast“, რომლის წამყვანიც ექიმი კოტე მათითაშვილია, ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემიის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგმა და საერთაშორისო პარტნიორმა საქართველოში, Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელმა, თორნიკე ენუქიძემ ისაუბრა:

„ნამდვილად შესაძლებელია ზოგიერთი ნუტრიენტის კომბინაციური დეფიციტი აისახებოდეს ჩემი წონის ცვლილების მიზნის ვერ მიღწევაზე. წონის მატებაზეც შეიძლება აისახებოდეს ეს. როგორც წესი ხშირი პრობლემა უფრო მეტად არასწორ გეგმაში ან არასწორ მოლოდინებშია.

წონის კლებისას ადეკვატური სამედიცინო წონის კლების ტემპი არის სხეულის მასის ერთი პროცენტის კლება ერთ კვირაში. ანუ თუ ადამიანი არის ასი კილო მისი წონის კლების ნორმა კვირაში 1 კილოა. ადეკვატური შენარჩუნებადი წონის შემთხვევაში ასეა.

შესაძლოა ჩვენი მოლოდინები რეალობას ცდებოდეს, სწორედ აქედან იბადება პრობლემაც. ასევე მგონია რომ ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი მაქვს და კალორაჟში მგონია რომ ვექცევი მაგრამ ვერ ვექცევი. ჩემი მადა გადააჭარბებს ხოლმე, ნებისყოფის განცდას. თუ ზუსტად არ ვიცი რამდენი კალორია მჭირდება, მგონია რომ ვარ კალორიულ დეფიციტში და ამ დროს არ ვარ. თუ საქმე იმაზე მიდგა, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ და შედეგს ვერ ვაღწევ, მაშინ ამ შემთხვევაში ან ჰორმონალური დისბალანსის, გლუკოზის მეტაბოლიზმის, ფარისებრი ჯირკვლის ან სასქესო ჰორმონების ბრალი იყოს.

როცა ვნახავ რომ წონა არ იძვრის, აუცილებელია პირველ რიგში ჩემი მოლოდინები და რეალობა გადავამოწმო. მერე დავრწმუნდე, რომ ნამდვილად სწორ კალორიულ დეფიციტს მივყვები. თუ კი 2-3 კვირის განმავლობაში ვნახავთ, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დავეჭვდეთ ვიტამინების და ნუტრიენტების დეფიციტზე“, -  აღნიშნა თორნიკე ენუქიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მაქვს ძალიან კარგი სიახლე...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს ახალ ინფორმაციას უზიარებს

⭕ თიკა ფაცაციას ახალი კადრები - ტელეწამყვანის მოგზაურობა ცხელ კვიპროსზე გრძელდება

🎥 „დაბნელებების დერეფანი იწყება და საბედისწერო დღეები გველოდება“ - 7-დან 21 სექტემბრის ასტროპროგნოზი ქეთი ვაწაძისგან