Digest Logo

🎥 „ხალხი, რომლებიც არიან დაბალ ვიბრაციებზე, ექნებათ ფიზიკური და ჯანმრთელობის პრობლემები...“ - მარიამ ციმინტია

1766694382
მარიამ ციმინტია

ექსტრასენსი და ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებსა და სიყვარულზე ისაუბრა.

იგი საზოგადოებას მეტი სიყვარულისკენ მოუწოდებს, რათა ენერგიები დაბალანსდეს და მომდევნო წელი მათთვის უკეთესი იყოს:

„ბალანსის დაჭერისთვის ერთადერთი ენერგია, რომელიც აბალანსებს, არის სიყვარული. სიყვარული ერთმანეთის მიმართ, ხალხის მიმართ, რაც ამ ბოლო დროს დაკარგული გვაქვს. რადგან ადამიანები სხვა სიხშირეებზე არიან გადასულები, სხვა ვიბრაციებზე. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა და ეს არის ჩვენი ბალანსი.

ყველა ადამიანის ტვინს აქვს თავისი გამოსხივება, გარკვეული ღერძი. როდესაც დადებით ტალღაზე გადავდივართ, ქვეყანა და მსოფლიო დაბალანსებულია. ხალხი, რომელიც არის დაბალ ვიბრაციებზე, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდები არიან, მაგრამ არიან მატრიცაში ჩასმულები. მათ უფრო გაუჭირდებათ, ექნებათ ფიზიკური და ჯანმრთელობის პრობლემები.

საქართველოსთვის მართლაც კარგი პერიოდი მოდის. გაზაფხული და შემოდგომა ცოტა არეული იქნება, თუმცა კარგ ეპოქაში გადავდივართ“, - ამბობს მარიამ ციმინტია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რაც დასასრულებელი გვაქვს უნდა დავასრულოთ...“ - ნინა სუსლოვას რჩევები 2025 წელის გაცილებისთვის

🎥 „2026 იქნება „თავიდან დაბადების წელი...“ - გოგა მანია

🎥 „2026 წელი ყველას მისცემს საშუალებას, განსაკუთრებით შემოქმედებით ადამიანებს წარმატებებს მიაღწიონ...“ - ხატია ბედოშვილი „ცეცხლოვანი ცხენის“ წელზე