Digest Logo

„ხველის ეფექტური წამალი, რომელიც ჯადოსნურად მოგვარჩენს არ არსებობს, ამ დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით...“ - ექიმის გაფრთხილება და რჩევები

1709710647
არჩილ მარშანია

როგორ უნდა უმკურნალოთ ვირუსული ინფექციების შემდეგ დატოვებულს ხველას? პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას და აწუხებს საზოგადოების უმეტესობას. რა უნდა გავაკეთოთ და არ უნდა გავაკეთოთ ხველების დროს?

ამ საინტერესო საკითხებზე, ექიმი არჩილ მარშანია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

იგი გვირჩევს, რომ მოვერიდოთ სიგარეტის კვამლს და სხვა გამღიზიანებლებს.

მედიკოსი ასევე გვირჩევს, რომ ექიმს მივმართოთ იმ დროს, როდესაც ხველა ძალიან გახანგრძლივდა და უკეთესობის ნაცვლად გვაქვს უარესობა , ან და როცა ხველა მიდის მაღალი სიცხის ფონზე, გვაქვს ჰაერის უკმარისობა და გულ-მკერდის ტკივილი.

„ვირუსული ინფექციების შემდეგ დატოვებულს ხველა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, 1,2, 3 კვირაც კი, ამიტომ არ შეგეშინდეთ. ხველის ეფექტური წამალი, რომელიც ჯადოსნურად მოგვარჩენს პრაქტიკულად არ არსებობს, აქ მთელი მკურნალობის კურსი ხველის შემსუბუქებაზე გამახვილებული.

ხველის დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით, ეს არაფრის მომცემი არ არის და ზიანს მიაყენებთ საკუთარ თავს“, - ამბობს ექიმი. 

მაშინ რა გავაკეთოთ თუ ხველა გვაწუხებს?

„უნდა მივიღოთ სითხეები, თუ თბილი იქნება ეს სითხე უკეთესია. ასევე ყელის საწუწნი აბები და სახლის პირობებში შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება, მაგრამ 1წლამდე ბავშვებში აკრძალულია. 

ასევე შეგიძლიათ სცადოთ ინჰალაცია, ან ცხელი შხაპი მიიღოთ და მის ორთქლში დადგეთ“, - ამბობს მარშანია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ადელინა გოგუაძე ეკრანზე ბრუნდება - ცხოვრების მთავარი მიღწევა, პირველი სიყვარული და კურიოზული შემთხვევა სამშობიაროში

⭕ როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენ Facebook-ზე და რატომ გაუქმდა ჩვენი ანგარიშები სოც.ქსელებში?

⭕ „მადლობა უფალს, რომ ის განსაცდელი ამარიდა, რაც გუშინ გამოიარეთ... ვაი დედა, ვაი დედა, როგორ გამწარდებოდით“ - დათო ლიკლიკაძე