
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად არუნ ხათრი აქვეყნებს ახალ ვიდეოს, სადაც ასაკოვან ქალებს რეკომენდაციებს უზიარებს და განმარტავს რატომ არის საჭირო იოდის მიღება:
„ოდესმე გიფიქრიათ იოდი ქალებისთვის რამდენად საჭიროა. ქალების მკერდი ზომაში რაც უფრო დიდია, უფრო მეტად სჭირდებათ იოდი. იოდის ნაკლებობამ იცის ცუდი დაავადებები. არავინ მაგაზე არ საუბრობს რამდენი იოდია საჭირო მათთვის. იაპონელი ქალები ჭამენ ყველაზე მეტ იოდს მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე ნაკლები პრობლემა მკერდის კიბოსი. ასევე კაცები, რომლებიც იოდს მიირთმევენ ნაკლებად აქვთ პროსტატის დაავადებები. იოდი კიბოს საწინააღმდეგო მინერალია.
სახლშივე შეიძლება ამის გასინჯვა, გვაქვს თუ არა იოდის ნაკლებობა. აიღეთ ბამბით და ხელზე წაისვით, დააკვირდით რამდენ ხანში გაღიავდება. რაც მალე გაღიავდება, ჩათვალეთ მეტად ნაკლებობა გაქვთ. ჩიყვი ხარჯავს ყველაზე მეტ იოდს და არ ტოვებს სხვა ორგანოებისთვის. იოდის ნაკლებობის გამო არავინ არ მიდის ექიმთან. იაპონელები მიირთმევენ მცენარეს, რომელსაც სიკა ჰქვია და შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს.
იოდი გვეხმარება კისტის შემცირებაში. საშვილოსნოში, მკერდზე, ჩიყვზე. თუ ზღვის პროდუქტებს არ ჭამთ აუცილებლად უნდა იყიდოთ მედიკამენტები ან საკვები, რომელიც იოდს შეიცავს“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აპრილის მეორე ნახევარში ფინანსური წარმატება ელის
🎥 5 საუკეთესო ხილი თირკმელებისთვის და მისი დეტოქსისთვის - კოტე თოდუას რჩევები
🎥 „უცხოელი არტისტებისთვის ბევრი სიმღერა დავწერე...“ - რას ჰყვება მუსიკოსი ქრისტინე რესტაკიანი?