Digest Logo

🎥 „კიბოს წამალი არ არსებობს...ძალიან დიდი და ბნელია ონკო-ინდუსტრია, არავის არ ადარდებს თქვენი ჯანმრთელობა, მთავარია ფული გააკეთონ თქვენზე...“ - ექიმი ლაშა ჯაყელი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1724315916
ლაშა ჯაყელი

ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა საზოგადოებას  პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.

ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც კიბოს ინდუსტრიაზე საუბრობს და საზოგადოებას უამბობს, როგორ მდიდრდებიან სამედიცინო დაწესებულებები ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების ხარჯზე:

„ონკო-ინდუსტრია არის ძალიან დიდი და ბნელი ინდუსტრია. 200 მილიარდის ინდუსტრიაა მხოლოდ ამერიკაში. ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ მადარდებს ადამიანების ჯანმრთელობა. ამერიკაში ვცხოვრობდი აწყობილი მქონდა ცხოვრება, თუმცა წამოვედი იმიტომ, რომ იქ ბევრი ცუდი რაღაც ვნახე.

ამერიკაში ვნახე, რომ ამ ინდუსტრიას ერთადერთი რაც ადარდებს არის ის, რომ ფული გააკეთოს. საერთოდ ფეხებზე ჰკიდია ყველა ადამიანის ჯანმრთელობა. ამ ადამიანებს აწყობთ, რომ მეტი დაავადდეს. სიმართლე მწარეა. წამლებიდან გადახვალ ქირურგიულ პროცედურებზე, რომლებშიც უფრო მეტი ფული კეთდება. ამიტომ მათ აწყობთ ეს ყველაფერი.

ერთი იუთუბერი ექიმია ნეირო ქირურგი, რომელიც ჰყვებოდა რომ მისი პაციენტები გამოჯანმრთელდნენ და ქირურგიული ჩარევები შემცირდა. მის ადმინისტრაციაში კი ეს ყველაფერი არ აწყობდათ, რადგან შემოსავალი და პაციენტების რაოდენობა შემცირდა და უთხრეს რომ მისი ფასი, როგორც ექიმის იყო ის, რომ ჰოსპიტლისთვის ფული მოეტანა.

კარგი ექიმი შენ გასწავლის როგორ გამოჯანმრთელდე და გეხმარება.

ექიმი, რომელიც თავის სოციუმს პროგრესულად დააავადებს, ის რა მედიკოსია?!“, - ჰყვება ლაშა ჯაყელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღის მთავარი მოვლენა 18:55 წთ-ზე ხდება“ - 22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

⭕საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას ულოცავს